Baby Bag

როგორი ამინდი გველოდება მაისის ბოლოს

როგორი ამინდი გველოდება მაისის ბოლოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-31 მაისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

27-28 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +23, +28, ხოლო 29-31 მაისს +28, +33 გრადუსია მოსალოდნელი.

ქ. თბილისში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი იქნება.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ისე მოხდენილად მართავს თბილისის დიდ ლურჯ ავტობუსს, გეგონებათ, ბავშვობიდან საჭესთან ზისო“

„ისე მოხდენილად მართავს თბილისის დიდ ლურჯ ავტობუსს, გეგონებათ, ბავშვობიდან საჭესთან ზისო“

„ისე მოხდენილად მართავს თბილისის დიდ ლურჯ ავტობუსს მადონა დალაქიშვილი, გეგონებათ, ბავშვობიდან საჭესთან ზისო. მშვიდი და გაწონასწორებულია. იუმორიც კარგი აქვს. სულ 2 წელია, რაც ავტობუსს მართავს და სიამოვნებს, რომ უამრავ ადამიანს ხვდება. მადონა ერთ-ერთი იმათთაგანია, რომელიც დარწმუმებულია, რომ ქალს უამრავი პროფესიის ათვისება შეუძლია და მიიჩნევს, რომ ე.წ მამაკაცური სამსახური სტერეოტიპია. წარმატებები ახალგაზრდა მძღოლს.''

აღნიშნულ პოსტს სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი აქვეყნებს.​

წაიკითხეთ სრულად