Baby Bag

ბორჯომიდან გაუჩინარებული ორი მეცხრეკლასელი გოგონა ზესტაფონში იპოვეს

ბორჯომიდან გაუჩინარებული ორი მეცხრეკლასელი გოგონა ზესტაფონში იპოვეს

ბორჯომში დაკარგული მე-9კლასელი გოგონები, რომლებსაც სამართალდამცველები გუშინ მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ, გვიან ღამით ზესტაფონში იპოვეს. 15 წლის არასრულწლოვნების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ ორივე არასრულწლოვანი მშობლებთან ოჯახებში დააბრუნა.

ბორჯომის N1 საჯარო სკოლის მე-9 კლასის ორი მოსწავლე გუშინ დილით გაუჩინარდა. მშობლებმა მოზარდების ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, როცა სკოლიდან აცნობეს, რომ გაკვეთილებს აცდენდნენ. მოგვიანებით, პოლიციამ მოზარდების მობილური ტელეფონები და მაისურები ბორჯომში მდებარე ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში აღმოაჩინა. მათი ადგილსამყოფელის დასადგენად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

შეიძლება დაინტერესდეთ

დარჩელის პირველ საბავშვო ბაღში ბავშვებს იატაკზე დაფენილ ლეიბებზე ეძინათ - რას აცხადებენ ბაღის წარმომადგენლები

დარჩელის პირველ საბავშვო ბაღში ბავშვებს იატაკზე დაფენილ ლეიბებზე ეძინათ - რას აცხადებენ ბაღის წარმომადგენლები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის პირველ საბავშვო ბაღში, იატაკზე დაფენილ ლეიბებზე მძინარე ბავშვების ვიდეო, ერთ-ერთი აღსაზრდელის ბიძამ თორნიკე ხარამიშვილმა გადაიღო.

ვიდეო სოციალურ ქსელში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ბათლომე შელიამ გაავრცელა.


როგორც რადიო „ათინათთან“ ბაღის აღმზრდელი აღნიშნავს, ბავშვებს იატაკზე არ ეძინათ, ისინი მხოლოდ თამაშობდნენ:

„სადილის შემდეგ ამას ეწოდება მოსვენების პერიოდი, როდესაც ბავშვები იღლებიან, ჩამოსხდებიან და ხალიჩაზე თამაშობენ,“ - აცხადებს აღმზრდელი ხატია ნინუა.

წაიკითხეთ სრულად