Baby Bag

ბორჯომიდან გაუჩინარებული ორი მეცხრეკლასელი გოგონა ზესტაფონში იპოვეს

ბორჯომიდან გაუჩინარებული ორი მეცხრეკლასელი გოგონა ზესტაფონში იპოვეს

ბორჯომში დაკარგული მე-9კლასელი გოგონები, რომლებსაც სამართალდამცველები გუშინ მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ, გვიან ღამით ზესტაფონში იპოვეს. 15 წლის არასრულწლოვნების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ ორივე არასრულწლოვანი მშობლებთან ოჯახებში დააბრუნა.

ბორჯომის N1 საჯარო სკოლის მე-9 კლასის ორი მოსწავლე გუშინ დილით გაუჩინარდა. მშობლებმა მოზარდების ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, როცა სკოლიდან აცნობეს, რომ გაკვეთილებს აცდენდნენ. მოგვიანებით, პოლიციამ მოზარდების მობილური ტელეფონები და მაისურები ბორჯომში მდებარე ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში აღმოაჩინა. მათი ადგილსამყოფელის დასადგენად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

შეიძლება დაინტერესდეთ

ბათუმში ახალშობილი ცალი თვალით დაიბადა

ბათუმში ახალშობილი ცალი თვალით დაიბადა

ბათუმში ახალშობილი ცალი თვალით დაიბადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ​TV 25 ავრცელებს. 

ოჯახის წევრების თქმით, ბავშვი ოთხი დღის წინ გაჩნდა, თუმცა დეფექტის შესახებ ინფორმაცია მათთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი. პაციენტის ახლობლები იმ ექიმის პასუხისმგებლობის დასმას ითხოვენ, რომელმაც მათი მტკიცებით, ახალშობილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია დამალა.

აღნიშნული ფაქტის გამო, ბათუმის სამედიცინო ცენტრ „ბი ემ სის“ ტერიტორიაზე ერთმანეთს ფიზიკურად პაციენტის ახლობლები და პერსონალი დაუპირისპირდნენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პაციენტის ახლობლებსა და ექიმებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 

წაიკითხეთ სრულად