გოგონა, რომელმაც აქციაზე თვალი დაკარგა, საავადმყოფოდან გაწერეს. მაკა გომურის თქმით, თავს ძალიან კარგად გრძნობს:
„თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, არაფერი არ მტკივა. იყო რთული მომენტები, ტკივილით გათენებული ღამეები, მაგრამ ახლა კარგად ვარ, რადგან გხედავთ ყველას, შემიძლია ყველას დანახვა.
ძალიან რთულია იმ მომენტის გახსენება, როცა ტყვია მომხვდა და ასევე, იმ წამის, როცა ჩვენკენ მომავალი შეიარაღებული სპეცრაზმი დავინახე. ეს დარჩება ყველაზე მძიმე კადრად ჩემს ცხოვრებაში, მაშინ მოხდა ყველაზე გარდამტეხი რამ.
თუმცა, ვდგავარ მყარად და მინდა, თქვენც დაგანახოთ, რომ მყარად ვდგავარ. ჩემი ჯანმრთელობის გამო არ შევწყვეტ ბრძოლას, რომ მივიყვანო ყველაფერი ბოლომდე და დავიბრუნო ჩემი პატარა თვალი," - აღნიშნა მაკო გომურმა.