Baby Bag

„უბრალოდ საშინლად გადაღლილი ვარ...“

„უბრალოდ საშინლად გადაღლილი ვარ...“

გოგონა, რომელმაც აქციაზე თვალი დაკარგა, საავადმყოფოდან გაწერეს და ამჟამად სახლში იმყოფება. მაკა გომურის თქმით, საშინლად გადაღლილია და ძალების სასწრაფოდ აღდგენა სჭირდება:

„სიზუმ გაწი კამერაო ;დდდ

გვიყვუარხართ ჩვენ♥
მოკლედ,ახლა კარგად ვარ ბავშვებო და ხალხო;დ უბრალოდ საშინლად გადაღლილი ვარ და მჭირდება ძალების სასწრაფო აღდგენა;დდ
თქვენ ჩემზე არ იღელვოთ, თქვენს ოჯახში კარგად ბრძანდებოდეთ;დდდდ თავს გაუფრთხილდით რა:))))
ძალიან მალე გამოვჯანმრთელდები ძალიან, ძალიან მალე♥,“ - აღნიშნული პოსტი მან თავის ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვობიდან მაიკოს თვალებს იფიცებდა მამამისი... გაუცნობიერებლად მშობელი ყოველთვის გრძნობს შვილის მომავალს...“

„ბავშვობიდან მაიკოს თვალებს იფიცებდა მამამისი... გაუცნობიერებლად მშობელი ყოველთვის გრძნობს შვილის მომავალს...“

​„მსხვერპლი ყოველთვის უდანაშაულოა!

მან თვალი გაიღო იმისათვის, რომ ჩვენ აგვეხილოს... 

ნება ჩვენზეა...
თქვენ, ვინც არგუმენტებს ასახელებთ და ძალადობას ამართლებთ, თვალებში ჩახედეთ თქვენს შვილებს, ისინი გევედრებიან, რომ შეწყვიტოთ ზიზღი!
„არ დავეძებ თვალს, მამა დავით, ოღონდ რაღაც შეიცვალოს“ - ეს თქვენი შვილების პასუხიცაა!
შვილები, რომლებსაც მტრობისა და ქიშპის მეტი არაფერი ვაყურებინეთ!
სპეცრაზელები ჩვენს გვერდითაც ყოფილან, სოციალური ქსელი რომ გაუხდიათ ამბიონად და ხმალამოღებულები „ქადაგებენ“, თითქოს მათმა ცხოვრების წესმა და აზროვნებამ ქვეყანას რაიმე სიკეთე მოუტანა!
ამ თემაზე აღარაფერს ვიტყვი, მე დავასრულე...
ბავშვობიდან მაიკოს თვალებს იფიცებდა მამამისი... გაუცნობიერებლად მშობელი ყოველთვის გრძნობს შვილის მომავალს...
თვალებში ჩახედეთ თქვენს შვილებს, სანამ ჯერ კიდევ სიყვარულია მათში, სანამ სიძულვილით თვალებს დავთხრით და დავიმსგავსებთ...“

აღნიშნული პოსტი სოციალურ ქსელში 20 ივნისს დაზარალებული ​მაკო გომურის მოძღვარმა, მამა დავით ოქრუაშვილმა გამოაქვეყნა. 18 წლის ​მაკო გომურმა რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენებისას თვალი დაკარგა.

წაიკითხეთ სრულად