Baby Bag

სოფელ შინდისში 2 წლამდე ასაკის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა

სოფელ შინდისში 2 წლამდე ასაკის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ერთი წლისა და 10 თვის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა. გოგონა დედათა და ბავშვთა ცენტრ „იავნანაში“, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა. 

ექიმების განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ოჯახის წევრების ინფორმაციით, თაგვის საწამლავი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე არ იყო მოთავსებული, თუმცა გოგონამ სეირნობისას მაინც შენიშნა და რამდენიმე მარცვალი პირში ჩაიდო. მშობლის თქმით, დროულად შენიშნა მომხდარი და ბავშვს პირის ღრუ გაუსუფთავა.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ინდური შტამი - იქ არის ორმაგი, სამმაგი მუტაცია, ძირითადად, მედიის მიერაა მოგონილი...“ - პაატა იმნაძე

„ინდური შტამი - იქ არის ორმაგი, სამმაგი მუტაცია, ძირითადად, მედიის მიერაა მოგონილი...“ - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ინდური შტამის ორმაგი და სამმაგი მუტაცია მედიის მიერაა მოგონილი. ამის შესახებ მან დღევანდელ ​ბრიფინგზე განაცხადა

„ინდური შტამი - იქ არის ორმაგი, სამმაგი მუტაცია, ძირითადად, მედიის მიერაა მოგონილი. არ შეიძლება, ვიანგარიშოთ ასე, ორმაგად, სამმაგად. ეს არის ჩვეულებრივი მუტაციები. კი ბატონო, ინდურში უფრო მეტი მუტაციაა, ვიდრე ეს იყო ბრიტანულ შტამში...

​როდესაც მთელ მსოფლიოში რაიმე გავრცელდება, საქართველო დედამიწის ნაწილია, ვერ იქნება იზოლირებული მთელი მსოფლიოსგან. საქართველო მთვარეზე არ არის, არის დედამიწაზე, შესაბამისად, ახლა პირდაპირი რისკ-ფაქტორები არ იქნება, მაგრამ როცა ინდური შტამი ყველგან გავრცელება, საქართველო არის დედამიწაზე და ვერ ჩაიკეტება“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.



წაიკითხეთ სრულად