Baby Bag

სოფელ შინდისში 2 წლამდე ასაკის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა

სოფელ შინდისში 2 წლამდე ასაკის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ერთი წლისა და 10 თვის ბავშვმა თაგვის წამალი შეჭამა. გოგონა დედათა და ბავშვთა ცენტრ „იავნანაში“, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა. 

ექიმების განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ოჯახის წევრების ინფორმაციით, თაგვის საწამლავი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე არ იყო მოთავსებული, თუმცა გოგონამ სეირნობისას მაინც შენიშნა და რამდენიმე მარცვალი პირში ჩაიდო. მშობლის თქმით, დროულად შენიშნა მომხდარი და ბავშვს პირის ღრუ გაუსუფთავა.

შეიძლება დაინტერესდეთ

ლევან რატიანი კორონავირუსის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე გავლენის შესახებ საუბრობს

ლევან რატიანი კორონავირუსის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე გავლენის შესახებ საუბრობს

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ექიმი ლევან რატიანი კორონავირუსის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე გავლენის შესახებ საუბრობს.

მისი თქმით, მოსაზრებას, რომ კორონავირუსი გავლენას ახდენს რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, ვერც დაეთანხმება და ვერც უარყოფს:

,,ეს არის მეცნიერების დონეზე. ნებისმიერმა ინფექციურმა პათოლოგიამ შესაძლებელია, გამოიწვიოს რეპროდუქციული სისტემის დისფუნქცია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კოვიდინფექციას ახასიათებს მსგავსი რამ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვერც გამოვრიცხავ და ვერც დავადასტურებ. ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ არსებობს გარკვეული ინფექციების ჯგუფი, რომელმაც რეპროდუქციულ სისტემაზე შეიძლება, ცუდად იმოქმედოს,'' - აღნიშნავს ლევან რატიანი. 

ნახეთ ვიდეო☝️

წყარო: რადიო​ ,,ჯორჯიან თაიმსი''

წაიკითხეთ სრულად