Baby Bag

დედის გადასარჩენად დაწყებული საქველმოქმედო აქცია - „მონაცვლეობით ვტაქსაობთ მე და ჩემი ძმა...“

დედის გადასარჩენად დაწყებული საქველმოქმედო აქცია - „მონაცვლეობით ვტაქსაობთ მე და ჩემი ძმა...“

ნიკა ქართველიშვილი და მისი ძმა ორი დღეა, რაც საქველმოქმედო ტაქსით დედის ჯანმრთელობაზე ზრუნავენ. თუ მგზავრს საშუალება არა აქვს, უფასოდ გადაჰყავთ, თუ კი - მაშინ მანქანაში ყუთია განთავსებული, სადაც მგზავრი ფულს სურვილებისამებრ აგდებს. შემოსული თანხა ხმარდება ბიჭების დედას, რომელიც ლეიკემიას ებრძვის. გთავაზობთ ნიკა ქართველოშვილის პოსტს უცვლელად:

„მოგესალმებით მეგობრებო, უკვე ორი დღეა, რაც ჩვენი ოჯახის ძველი მანქანა დავასტიკერეთ და მონაცვლეობით ვტაქსაობთ მე და ჩემი ძმა, ჩვენი ტაქსი საქველმოქმედოა, აქ არავინ არავის არ ევაჭრება, თუ მგზავრს არ აქვს საშუალება უფასოდ მიგვყავს დაიშნულების ადგილზე, ხოლო თუ აქვს რაიმე საშუალება მანქანაში მოთავსებულ ყუთში აგდებს თანხას თავისი სურვილისამებრ, მოგროვილი თანხა კი მთლიანად დედას ჯანმრთელობას მოხმარდება.

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ გულისხმიერ ადამიანს, ვინც ერთი ლარით მაინც გვეხმარება და მომავალში დაგვეხმარება, უთქვენოდ მეგობრებო, ჩვენ არ შეგვიძლია მკურნალობისთვის საკმარისი თანხის მოგროვება.

მჯერა, რომ სიკეთე გადამდებია, კიდევ ერთხელ გთხოვთ გავერთიანდეთ დედასთვის და გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე.

p.s გთხოვთ ამ პოსტის გავრცელებაში დამეხმაროთ, რათა მარტივად ამოიცნონ მოქალაქეებმა ტაქსი, რომელიც იბრძვის სიცოცხლის გადასარჩენად((

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, მჯერა, რომ მე და რატი თუ ვერა, ღმერთი აუცილებლად ყველას სიკეთით გადაგიხდით.

საქართველოს ბანკი GEL EUR USD GE95BG0000000161310779

TBC ბანკი GEL EUR USD
GE28TB7739345064300013 TBC

მიმღები რატი ქართველიშვილი
პ/ნ 01019072195

591 819 819“

შეიძლება დაინტერესდეთ

​მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს - გაიგეთ, რამდენ ადამიანს ჰქვია გიორგი

​მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს - გაიგეთ, რამდენ ადამიანს ჰქვია გიორგი

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდა.

წმინდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარი ქრისტიანის ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, იგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ წმინდა გიორგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა მას ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. უფლის შეწევნით წმინდა გიორგიმ მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის - ბორბალზე გაკვრა. მისი თხოვნით უფალმა მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა. 303 წელს წმინდანს თავი მოკვეთეს. წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.

წმინდანი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ. სწორედ ამიტომ მისი სახელი ძალიან გავრცელებულია საქართველოში.


​ნახეთ, რამდენ ადამიანს ჰქვია სახელად გიორგი - სტატისტიკას 08 ჯგუფი აქვეყნებს

წაიკითხეთ სრულად