Baby Bag

მრავალი შემთხვევაა, როდესაც დედა ტოვებს ოჯახს და მიდის სამსახურში, სამსახური საჭიროა, მაგრამ პირველი შვილების აღზრდაა - ილია მეორე

მრავალი შემთხვევაა, როდესაც დედა ტოვებს ოჯახს და მიდის სამსახურში, სამსახური საჭიროა, მაგრამ პირველი შვილების აღზრდაა - ილია მეორე

მრავალი შემთხვევაა, როდესაც დედა ტოვებს ოჯახს და მიდის სამსახურში. სამსახური საჭიროა, მაგრამ პირველი შვილების აღზრდაა. ღმერთმა მოგცეთ ძალა, სიბრძნე. ღმერთმა ინებოს, რომ ყოველმა დედამ აღასრულოს თავისი ვალი, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადადებისას აღნიშნა.

მან მრევლს მარიამ მაგდალინელის დღესასწაული მიულოცა და დედის როლზე იქადაგა.

„დღეს ჩვენ ვფიქრობთ, დედის როლზე, დედის მნიშვნელობაზე. იმ დროს, როდესაც ჯვარს აცვეს მაცხოვარი, მოწაფეებმა დატოვეს უფალი, მარიამ მაგდალინელი მთელი დღე იდგა ჯვრის გვერდით და ის სიყვარული, რომელიც იყო მაცხოვარს, მარიამ მაგდალინელსა და მენებელსაცხებლე დედებს შორის, არის მაგალითი, თუ როგორ ერთგულად უნდა იმოღვაწეოს ყოველმა ქალმა, დედამ, დამ, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ეკლესიასთან, ოჯახთან. ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, მრავალი შემთხვევაა, როდესაც დედა ტოვებს ოჯახს და მიდის სამსახურში, სამსახური საჭიროა, მაგრამ პირველი შვილების აღზრდაა. ღმერთმა ძალა მოგცეთ, ღმერთმა სიბრძნე მოგცეთ, ღმერთმა ინებოს, რომ ყოველმა დედამ თავისი ვალი აღასრულოს ღვთისა და სამშობლოს წინაშე. ჩვენთან არს ღმერთი“, - ბრძანა პატრიარქმა.

შეიძლება დაინტერესდეთ

ემიგრანტებო დაბრუნდით...სოფელში მცირე მიწის ნაკვეთი შეინარჩუნეთ...ხელი ხშირად დაიბანეთო - ბევრი იხსენებს პატრიარქის არაერთ ნათქვამს, სცოდნია თურმე რასაც ამბობდა?

ემიგრანტებო დაბრუნდით...სოფელში მცირე მიწის ნაკვეთი შეინარჩუნეთ...ხელი ხშირად დაიბანეთო -  ბევრი იხსენებს პატრიარქის არაერთ ნათქვამს, სცოდნია თურმე რასაც ამბობდა?

დღეს ბევრი იხსენებს პატრიარქის არაერთ ნათქვამს, როდესაც მას აკრიტიკებდნენ:
ემიგრანტებო დაბრუნდით, მერე შეიძლება ჩემოდნებიც ვერ ჩამოიტანოთო;
სოფელში მცირე მიწის ნაკვეთი შეინარჩუნეთ, დაგჭირდებათო;
სოფლის მეურნეობის საქმე შეისწავლეთ, გამოგადგებათო;
ხელი ხშირად დაიბანეთო;
იფიქრეთ ისე, თითქოს მეორედ მოსვლამდე რამდენიმე დღე იყოს დარჩენილიო;
ოჯახებისთვის მოიცალეთო;
სცოდნია თურმე რასაც ამბობდა?

რამდენიმე თვის წინ ამბობდა, ვხედავ დაცარიელებულ ქალაქებს და შენობებში გამოკეტილ ხალხს, რომლებიც დახმარებას ითხოვენო. ეს ხმამაღლა აღარ უთქვამს, მაინც ცოტა დარჩა, ვინც ამას შეისმენდა. ახლა თქვა ღმერთს არ დაშორდეთ ისე შეასრულეთ ექიმების რეკომენდაციებიო, თქვა დაგვიფარავს უფალიო, ისევ იცინოდნენ.

ახლა მგონი თანდათან სიცილის ხასიათი გვეკარგება და ამას ისევ პატრიარქს ვაბრალებთ?! იქნებ მართლა, ზოგმა მეტად ზოგმა ნაკლებად, ვისაც როგორ შეგვიძლია, ვილოცოთ და ღმერთს არ განვეშოროთ?

ამ საერთო პრობლემის წინაშე მაინც, სულ ცოტა ერთმანეთის გაკიცხვას თავი დავანებოთ, ემიგრაციაში მყოფთაც, ბოლნისელებსაც და მარნეულელებსაც ვუსურვოთ სიკეთე, ერთმანეთს შენდობა ვთხოვოთ და გამოჯანმრთელება დავიწყოთ სულიერი ვირუსების განკურნებით.

აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, ​მამა ანდრია ჯაღმაიძე წერს.

წაიკითხეთ სრულად