Baby Bag

პოლიციამ მცირეწლოვანის დაჭრაში ბრალდებული დააკავა

პოლიციამ მცირეწლოვანის დაჭრაში ბრალდებული დააკავა

პოლიციამ მცირეწლოვანის დაჭრაში ბრალდებული დააკავა. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1968 წელს დაბადებული თ.ს. დააკავეს.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აგვისტოს, თბილისში პეკინის გამზირზე, 2015 წელს დაბადებულ მცირეწლოვანს, ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა დაშავებული მცირეწლოვანი სტაციონარში მოათავსეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით,“ - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ფაქტი გუშინ საღამოს მოხდა, როცა 3 წლის ბავშვი მშობლებთან ერთად პეკინის ქუჩაზე მიდიოდა. ქალი მოულოდნელად ბავშვთან მივარდა და სახის არეში დაჭრა. ექიმების განცხადებით, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია. 

შეიძლება დაინტერესდეთ

სად ვუყუროთ ჩვენს საყვარელ სპორტულ არხებს?

სად ვუყუროთ ჩვენს საყვარელ სპორტულ არხებს?

რას აკეთებ, როცა სპორტის აქტიური გულშემატკივარი ხართ და გსურს, უქომაგო სპორტსმენებს, თვალყური ადევნო მიმდინარე მატჩებსა და სპორტულ ღონისძიებებს? ალბათ, საკმაოდ დიდ დროს ხარჯავ იმაზე, რომ მოძებნო ესა თუ ის სატელევიო არხი ან ციფრული სივრცე, სადაც შეძლებ შენთვის სასურველი თამაშის ყურებას.

არსებობს ბევრად უფრო მარიტივი გზა, ასე მაგალითად: ეწვიე ბილაინის პრომო კოდების საიტს, აირჩიე შენზე მორგებული შეთავაზება, გაიარე ვერიფიკაცია შენივე ნომრით, რამდენიმე წუთში და შეიძინე სასურველი Sport + 5 GB 12 ₾ ან Sport + 20 GB - 25 ₾ ინტერნეტ პაკეტი. SMS ნოთიკაფიკაციით მიიღებ სპორტის პაკეტის გასააქტიურებელ პრომო კოდს, რის შემდეგაც ნებისმიერი მოწყობილობით: APP, Web, Smart TV, Cast ეწვევი Setanta Sports-ს და უფასოდ გაივლი რეგისტრაციას. სულ ესაა - შენ უკვე გაქვს წვდომა Setanta Sports-ის ექსკლუზიურ და მრავალფეროვან კონტენტზე.

ვების მეშვეობით შესაძლებელია ორი სხვადასხვა ლაივსტიმის ყურება ერთდროულად.

პაკეტის ვადის ამოწურვის შემდეგ, შეთავაზების განახლება ანალოგიური გზით ხდება, გაუქმება კი ნებიმსმიერ დროს.

ასევე, ბილაინმა შექმნა სპეციალური ინტერნეტ პაკეტი ქართველი სპორტსმენების საქომაგოდ 15 GB 12 ₾, რომლის გააქტიურება მნიშნველოვანი მატჩების წინ არის შესაძლებელი.

Setanta Sports-ის მომხმარებლებს წვდომა აქვთ ვიდეობის ვრცელ კატალოგზე და ცოცხალი ტრანსლაციების ფართო სპექტრზე. ქომაგებს შეუძლიათ შემდეგი სპორტული ღონისძიებების და ჩემპიონატების ხილვა: ინგლისის პრემიერ ლიგა, ლა ლიგა, სერია A, გერმანიის ბუნდესლიგა, საფრანგეთის ლიგა 1, ინლისის, იტალიის და გერმანიის სათასო მატჩები, შოტლანდიის პრემიერ ლიგა, ფორმულა 1, NBA, რაგბი TOP 14, UFC და NHL სპორტული ღონისძიებების ყურება შესაძლებელია ქართულ, ინგლისურ და უკრაინულ ენაზე.

Setanta Sports Eurasia-ს ბრენდი, ლიცენზიებითა და სატელევიზიო არეხებით, საქართველოს ჩათვლით 14 ქვეყანაში ოპერირებს და სეზონის განმავლობაში, მსოფლიოს საუკეთესო სპორტული ღონისძიებიდან 5000-ზე მეტ პირდაპირ რეპორტაჟს გადასცემს. კომპანია 2012 წელს ირლანდია დაფუძნდა და ახალი მისი სათავო ოფისი თბილისშია. 

R.

წაიკითხეთ სრულად