Baby Bag

„ლუკასთვის წესის აგებაზე არ იქნება დაბრკოლება, გამორიცხული არ არის, რომ შემთხვევით ჩამოვარდნილიყო“ - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

„ლუკასთვის წესის აგებაზე არ იქნება დაბრკოლება, გამორიცხული არ არის, რომ შემთხვევით ჩამოვარდნილიყო“ - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ლუკა სირაძისთვის წესის აგება არ იქნება პრობლემა. მისივე თქმით, დაზუსტებით შეუძლებელია იმის თქმა, რომ ლუკამ თავი გადმოიგდო.

„​15 წლის ლუკა სირაძისთვის წესის აგებაზე არ იქნება დაბრკოლება. პატრიარქმა მისცა კურთხევა.

გუშინ მოძღვარმა შვიდგზის ზეთისცხების მსახურება შეასრულა საავადმყოფოში ლუკასთვის, შესაბამისად მას შენდობის ლოცვაც წაუკითხა მან.

ესეც რომ არა, დღეს მის დედასა და ძმასთან საუბრიდან გამოჩნდა, რომ დაზუსტებით შეუძლებელია იმის თქმა, რომ მან თავი გადმოიგდო. არსებობს მოსაზრება და გამორიცხული არ არის, რომ ლუკა შემთხვევით ჩამოვარდნილიყო,“ - წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

შეიძლება დაინტერესდეთ