Baby Bag

„კერძო სკოლების მიმართაც ისეთივე მოთხოვნები უნდა იყოს, როგორიც საჯარო სკოლების მიმართ არის“

„კერძო სკოლების მიმართაც ისეთივე მოთხოვნები უნდა იყოს, როგორიც საჯარო სკოლების მიმართ არის“

იუსტიციის მინისტრის, ვიცეპრემიერის თეა წულუკიანის განცხადებით, კერძო სკოლების მიმართაც ისეთივე მოთხოვნები უნდა იყოს, როგორიც საჯარო სკოლების მიმართ არის. აღნიშნულის შესახებ მინისტრმა, 15 წლის მოზარდის საქმესთან დაკავშირებით, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ კერძო სკოლები დაექვემდებარონ იმავე ტიპის მოთხოვნებს, რა მოთხოვნებსაც ექვემდებარებიან საჯარო სკოლები. ეს უნდა იყოს ერთ-ერთი ფუნდამენტი იმ სამოქმედო გეგმისა, რომელიც იქნება წარმოდგენილი. საგანმანათლებლო დაწესებულება რომ არის კერძო, ეს არ უნდა ნიშნავდეს, რომ ისინი არიან განცალკევებული და განყენებული სამყარო, მათ არ უნდა შეეხოთ თუნდაც მკაცრი რეგულაციები.“

აღნიშნული მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმაც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ​პრემიერ მინისტრის დავალებით, სამინისტრო კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე მუშაობს. 

შეგახსენებთ, რომ ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა 12 დეკემბერს სცადა. აღნიშნულ ფაქტამდე მოზარდი „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაიკითხა. ადვოკატის თქმით, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. საავადმყოფში გადაყვანილი პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. ექიმების განმარტებით, ლუკა სირაძეს 17 დეკემბერს გული გაუჩერდა. 

შეიძლება დაინტერესდეთ