„უკიდურესად მძიმე პაციენტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა,“ - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა თავართქილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პაციენტს ონკოჰემატოლოგიური დაავადება აქვს და მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო, თუმცა ამჟამად covid19-ზე ორივე ტესტირების პასუხი უარყოფითია:
,,რესპუბიკურ საავადმყოფოს დღეს კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტი დაემატა. ყველა კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური. გვყავს 4 გამოჯანმრთელებული პაციენტი, მათ შორის 3 დღეს დატოვებს კლინიკას. 1 პაციენტის მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე. მას ონკოჰემატოლოგიური დაავადება აქვს. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, თუმცა მინდა სასიხარულო ინფორმაცია ვაცნობო ყველას, რომ ეს პაციენტი ამ ეტაპზე გამოჯანმრთელებულია. ტესტირებაზე ორივე პასუხი მოვიდა უარყოფითი,'' - დასძინა თეა თავართქილაძემ.
ბოლო მონაცემებით:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 511
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 156
მათ შორის გარდაცვლილი - 6
კარანტინის რეჟიმში - 5085
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 558
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3
,,უახლოეს დღეებში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 1 000-ს გადააბიჯებს''
,,უახლოეს დღეებში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 1 000-ს გადააბიჯებს,'' - აღნიშნულის შესახებ პრემიერ მინისტრმა განაცხადა.
„დღეს საქართველოში რეკორდული მაჩვენებლი - 919 ინფიცირებული დაფიქსირდა. ეს სერიოზული ციფრია და როგორც ჩანს, უახლოეს დღეებში დიდი ალბათობით 1 000-ს გადავაბიჯებთ და ეს ზრდა გაგრძელდება. ჯანდაცვის სისტემა ამ დარტყმას გაუძლებს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მსოფლიოში არ არსებობს არანაირი გზა ეპიდემიის სწრაფი შეჩერებისა, გარდა მკაცრი შეზღუდვების და ლოქდაუნების“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.