Baby Bag

ინფორმაცია, რომელიც მოსწავლეებსა და მშობლებს გაახარებს

ინფორმაცია, რომელიც მოსწავლეებსა და მშობლებს გაახარებს

ონლაინ სწავლებიდან გამომდინარე მთელი დღე ვირტუალურ სივრცეში ყოფნა და გაკვეთილების მოსმენა/მომზადება საკმაოდ რთული და დამღლელი პროცესია არა მარტო მოსწავლეებისთვის, არამედ მათი მშობლებისთვისაც. დასვენების დღეები კი განტვირთვაა როგორც ბავშვებისთვის, ასევე დიდებისთვის. 

12 და 26 მაისს, როგორც Momsedu.ge-მ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, ონლაინ სწავლებისგან დასვენების დღეა:

,,როგორც ყველა უქმე დღეს, ასევე 12 და 26 მაისს სკოლები ონლაინ სწავლებისგან დაისვენებენ,'' - განაცხადეს სამინისტროში.

რატომ არის 12 და 26 მაისი უქმე დღეები?

12 მაისი - ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე;

26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. 

შეიძლება დაინტერესდეთ

როდის დასრულდება ონლაინ სწავლება და როგორ შეფასდებიან მოსწავლეები?

როდის დასრულდება ონლაინ სწავლება და როგორ შეფასდებიან მოსწავლეები?

როდის დასრულდება ონლაინ სწავლება და როგორ შეფასდებიან მოსწავლეები? - აღნიშნული კითხვებით ​MomsEdu.ge-მ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართა.

როგორც უწყებაში განაცხადეს, ამ და სხვა აქტუალურ კითხვებზე პასუხები პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ დაანონსებულ პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი:

„24 აპრილის ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ განათლების სისტემის ამუშავებასთან დაკავშირებით ცალკე პრეზენტაცია იგეგმება. სწორედ ამ პრეზენტაციიდან შეიტყობს საზოგადოება ყველა აქტუალურ კითხვაზე პასუხს,“ - აღნიშნეს სამინისტროს პრესსამსახურში. 

უწყებაში არ დაუკონკრეტებიათ, როდის გაიმართება აღნიშნული პრეზენტაცია.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო ბრიფინგზე გიორგი გახარიამ სკოლებში სასწავლო წლის ​1-ელ სექტემბრამდე გადადებაზე ისაუბრა. მან გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება, რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, გამოცდები აუცილებლად ჩატარდება, თუმცა შეიძლება ​გადავადდეს.

ინფორმაციისთვის: საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე, სასწავლო წელი ოფიციალურად 15  ივნისს მთავრდებოდა, აბიტურიენტები სწავლას 20 მაისს, ხოლო პირველკლასელები კი სასწავლო წელს 27 მაისს ასრულებდნენ. 

წაიკითხეთ სრულად