Baby Bag

ინფორმაცია, რომელიც მოსწავლეებსა და მშობლებს გაახარებს

ინფორმაცია, რომელიც მოსწავლეებსა და მშობლებს გაახარებს

ონლაინ სწავლებიდან გამომდინარე მთელი დღე ვირტუალურ სივრცეში ყოფნა და გაკვეთილების მოსმენა/მომზადება საკმაოდ რთული და დამღლელი პროცესია არა მარტო მოსწავლეებისთვის, არამედ მათი მშობლებისთვისაც. დასვენების დღეები კი განტვირთვაა როგორც ბავშვებისთვის, ასევე დიდებისთვის. 

12 და 26 მაისს, როგორც Momsedu.ge-მ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, ონლაინ სწავლებისგან დასვენების დღეა:

,,როგორც ყველა უქმე დღეს, ასევე 12 და 26 მაისს სკოლები ონლაინ სწავლებისგან დაისვენებენ,'' - განაცხადეს სამინისტროში.

რატომ არის 12 და 26 მაისი უქმე დღეები?

12 მაისი - ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე;

26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. 

შეიძლება დაინტერესდეთ

განახლდება თუ არა სწავლა საკლასო ოთახებში საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ

განახლდება თუ არა სწავლა საკლასო ოთახებში საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გრძელდება, რის გამოც სასწავლო პროცესი სასწავლო დაწესებულებებში ამ დრომდე ისევ ონლაინ ფორმატში განხორციელდება.
განახლდება თუ არა სწავლა საკლასო ოთახებში საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ - ამ კითხვით ​Momsedu.ge განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართა.
როგორც უწყების პრესსამსახურში გვითხრეს, დამოკიდებულები არიან უწყებათაშორისი საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე:
„განახლდება თუ არა სწავლა საკლასო ოთახებში, ამ კითხვაზე პასუხს წინასწარ ვერავინ გეტყვით. ახლა ვართ საგანგებო მდგომარეობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ სწავლა დისტანციურ ფორმატში მიმდინარეობს. რა იქნება შემდეგში, ეს დამოკიდებულია უწყებათაშორისი საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე,“ - აღნიშნეს სამინისტროში.
ცნობისთვის, სკოლები ონლაინ სწავლების ფორმატზე მარტის დასაწყისში გადავიდნენ. გარდა ამისა, 30 მარტიდან მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში „ტელესკოლის“ გაკვეთილები ნახონ.


წაიკითხეთ სრულად