„ყველა ბავშვს, 17 წლის ჩათვლით, იმისდა მიუხედავად, ოჯახში რამდენი შვილია, ექნება გადარიცხული 200 ლარი,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ დღეს ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები, ბავშვები არიან.
„ყველა ბავშვს, 17 წლის ჩათვლით, იმისდა მიუხედავად, ოჯახში რამდენი შვილია, ექნება გადარიცხული 200 ლარი. ის შეძლებული ოჯახები, რომლებსაც შეუძლიათ ასეთ დახმარებაზე უარი თქვან, რა თქმა უნდა, იტყვიან უარს. ეს 200 ლარი არის გათვლილი თითოეულ ბავშვზე. დღეს საქართველოში არის 880 000 ბავშვი, რომლებმაც განსაკუთრებით მრავალშვილიან ოჯახებში უნდა ეკონომიკურ დარტყმას გაუძლოს, ყველაფერთან ერთად, ნორმალურად, სასწავლო წლის პროცესში შევიდეს. მანახეთ ერთი ადამიანი ამ ქვეყანაში, რომელიც იტყვის, რომ ეს იყო არასწორი ნაბიჯი. მანახეთ ეს ერთი ადამიანი, თვალებში მინდა ჩავხედო. მაშინ, როდესაც ყველას კარგად გვესმის და ყველა საერთაშორისო კვლევით არის გათვალისწინებული, რომ საქართველოში ყველაზე მეტად სოციალურად დახმარება სჭირდებათ ბავშვებს. შესაბამისად, ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვი ერთჯერადად 200-ლარიან დამხარებას მიიღებს.
ჟურნალისტი ნინი ჯაფარიძე მშობიარობის შემდგომი გართულებების შედეგად გარდაიცვალა
ჟურნალისტი ნინი ჯაფარიძე მშობიარობის შემდგომი გართულებების შედეგად გარდაიცვალა.
„ნინი ჯაფარიძე – ეს უბედნიერესი გოგო, რომელიც შვილის გაჩენას ყოველ წუთს, მოუთმენლად ელოდა, უკვე წარსულია. დაგვტოვა ნინიმ, და დატოვა ახალი სიცოცხლე პატარა ბარბარე. ეს ის შემთხვევაა, როცა სიტყვებს ძალა არ აქვს.
მან თავისი სიცოცხლე ახალ სიცოცხლეს დაუთმო. მისთვის მშობიარობა საბედისწერო აღმოჩნდა,“ - ნათქვამია „მედიაცენტრ მთავარის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გარდაცვალების მიზეზი მშობიარობის შემდგომი გართულებების შედეგად გულის გაჩერება გახდა. ნინი 30 წლის იყო.
Moms.ge იზიარებს მწუხარებს და ოჯახს თანაგრძნობას უცხადებს.