Baby Bag

,,თავს ვეღარ ვიკავებ! ბოდიში, მაინც უნდა დავწერო! - დუმილი დანაშაულია და ნუ მაჩუმებთ''

,,თავს ვეღარ ვიკავებ! ბოდიში, მაინც უნდა დავწერო! - დუმილი დანაშაულია და ნუ მაჩუმებთ''

ავტორი: ბესო ჩუბინიძე 

 არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედ​ები 

თავს ვეღარ ვიკავებ! ბოდიში, მაინც უნდა დავწერო!

საბოლოოდ აკრძალეთ ყველა (!) ნარკოტიკი! მსუბუქი, ნაკლებად-ძლიერი, კლუბური, უბრალო, ჩვეულებრივი 🤬 ყ ვ ე ლ ა სახეობის ნარკოტიკი აკრძალეთ! აკ-რძა-ლეთ!!! თორემ

ა) საქართველოდან სხვა ქვეყნებში წასული და ემიგრანტად-ქცეული მილიონობით ქართველი ახალგაზრდა...
ბ) აქ დარჩენილი ახალგაზრდობის სიკვდილი ყოველდღე, ყ ო ვ ე ლ დ ღ ე 😭
გ) ერის მომავალი ნადგურდება!!!

დუმილი დანაშაულია და ნუ მაჩუმებთ, ნუ გძულვართ იმის გამო, რასაც მთელი ცხოვრებაა ვყვირი! ვეღარ დარწმუნდით, რომ - მომავალი გვეღუპება?! ნუ უჯერებთ ძალად-პოლიტიკანების და ძალად-ლიბერალების ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს „თავისუფლებასა“ და „ჩემი არჩევანია რასაც მინდა გავაკეთებ“-ზე!!!
მერამდენედ შეგაძულოთ თავი? მერამდენედ გაგახედოთ გადაბრუნებული ურმის ქვეშ გამოჩენილ ტალახიან გზაზე?!

მეც ადამიანი ვარ! ერთხელ მეც დავიღლები და გავჩერდები და მართლის მთქმელი აღარ გეყოლებათ იმ საქართველოში, სადაც - გამიზნულად რყვნიან და ანადგურებენ ქვეყნის მომავალს!!! #აკრძალეთყველანარკოტიკი

თქვენ, რომ გეშინიათ ტროლების, ფეიკების, ქუბერების, თქვენ, რომ აუტკივარ თავს არ იტკიებთ, თქვენ, რომ საკუთარ ნაჭუჭში ხართ და ხმას არ იღებთ, არ ყვირით და თუნდაც - ჩემს ყვირილს და ჩხუბს ვერ იტანთ ამ საშინელებების წინააღმდეგ, იმას ხომ არ ნიშნავს რომ - მალე უფრო ახლოს არ მოგვიკაკუნებს ეს საშინელება?!

დაგღალათ ჩემმა ომმა ვიცი! დაგღალათ ჩემმა ბრძოლამ „ქარის წისქვილებთან“? არ გაქვთ თავი, რომ ტროლების ბანდას და მათ ბულინგს პასუხი გასცეთ, ხო? ბრძოლა გეზარებათ? აუტკივარ თავს არ იტკიებთ, ყველა კომენტარს კითხულობთ რასაც ისინი წერენ ხოლმე, როგორც მაბულინგებენ და ძააალიან იშვიათად პასუხობთ მათ, ძააალიან იშვიათად მიცავთ მე და იმ სიმართლეს, რაც გულის სიღრმეში თქვენც იცით!!! - ჰოდა ვითვალოთ მაშინ სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი საქართველოს მომავალი თაობა, ის, რასაც ტელევიზორში აპიარებენ და რასაც არ (ვერ) იგებენ, ცალკე სტატისტიკად ავღრიცხოთ ხოლმე.

საქართველოში ახალგაზრდების სიკვდილი სტატისტიკად იქცა და არა ტრაგედია!!!! - ყალბია ყველაფერი, თუ ჩემს ბრძოლაში ღიად არ შემომიერთდებით! ყალბი და დროებითი!

აკრძალეთ ყველა (!) სახის ნარკოტიკი! ღირსებაზე, გმირებზე, ვაჟკაცებზე ელაპარაკეთ თაობას!!! თორეეემ.....

#აკრძალეთყველანარკოტიკი #ღირსებაზეელაპარაკეთახალგაზრდობას

პ.ს. ვისაც გინდათ გააზიარეთ!!! წააკითხეთ ასიათასობით ქართველს!!! ... ვიდრე მომდევნო ტრაგედიამდე.

პ.პ.ს. ბოდიში(თ) მორიგი მწარე სიმართლისთვის.

„ეს ვნებს თქვენ შვილებს, ახლობლებს... ამ ნარკოტიკზე უნდა აუხსნათ, რომ უმძიმესი შედეგი მოაქ...
ნარკოლოგი, პროფესორი ზურა სიხარულიძე ფეისბუქ გვერდზე საშიში ნარკოტიკის - ე.წ „აბაზანის მარილის“ შესახებ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:„თავიდან დავდებ მაინც, რომ ნაკლები კითხვა იყოს...

შეიძლება დაინტერესდეთ

საჯარო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 12 ივნისს დაიწყება

საჯარო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 12 ივნისს დაიწყება

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 2019-2020 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა მიღების მიზნით, ელექტრონული რეგისტრაცია 2019 წლის 12 ივნისს დაიწყება.

რეგისტრაცია წარიმართება ორ ეტაპად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე www.kids.org.ge 

პირველი ეტაპის რეგისტრაცია დაიწყება 12 ივნისს 12:00 საათზე და რეგისტრაციას შეძლებენ: 

1. სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები;
2. სსიპ „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ ფილიალის, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების) მოწერილობის საფუძველზე;
3. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები;
4. იმ ოჯახის ბავშვები, რომელთა შვილები სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით;
5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირების შუამდგომლობის საფუძველზე;
6. მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები. (როცა ბავშვის დაბადების მოწმობაში ფიქსირდება მხოლოდ ერთი მშობელი)

განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებისა და მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მშობლების ბავშვების რეგისტრაცია არ მოხდება ელექტრონულად და აუცილებელი იქნება შესაბამისი დოკუმენტების წარდგენა საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.

რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყება 19 ივნისს, 12:00 საათზე და ელექტრონულად დარეგისტრირებას შეძლებს ყველა სხვა აპლიკანტი, რომელიც არ შედის პირველ ეტაპზე დასარეგიტრირებელთა კატეგორიებში. ამასთან, რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ ერთ საჯარო ბაგა-ბაღში. 

რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელიც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში (და არა რეგისტრაციის მომენტში) იქნება 2 წლის. 

წელს საბავშვო ბაღების ჩამონათვალს დაემატება 4 ახლადაშენებული საბავშვო ბაღი, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიხსნება, შედეგად, თავისუფალი ადგილების რაოდენობა წელს 15 000 იქნება.

წაიკითხეთ სრულად