„სწავლა, რა თქმა უნდა, იწყება 15 სექტემბრიდან დისტანციურად,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლა 1-ლი ოქტომბრიდან განახლდება:
„ჩვენ ისედაც მზად გვქონდა სწავლების ჰიბრიდული ფორმა. ამ ჰიბრიდული მოდელის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა კლასში სხვადასხვა რაოდენობის მოსწავლეები არიან და გადანაწილებული იყო, ნაწილი დისტანციურად, ნაწილი კლასებში. სწავლა ყველგან დაიწყებადისტანციურად15 სექტემბერს, საკლასო ოთახებში კი 1-ლი ოქტომბრიდან. ეს ეხება ყველას, მათ შორის კერძო სკოლებსაც. ასევე, ეს ეხება სხვადასხვა წრეს (ბავშვები, მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა წრეზე დადიან), რომელიც არ არის ღია ცის ქვეშ. ღია ცის ქვეშ არსებულ წრეებთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგები და ჯანსაცვის სამინისტრო სპეციალურ პროტოკოლს შეიმუშავებენ და განმარტებას გააკეთებენ უახლოეს პერიოდში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყება, ხოლო სასწავლო კლასებსა და აუდიტორიებში პირველი ოქტომბრიდან.
ბოჭორიშვილის კლინიკას კორონავირუსის დიაგნოზით 2 ბავშვი დაემატა
,,ბოჭორიშვილის კლინიკაში 3 ახალი პაცინეტი დაგვემატა, მათგან ორი ბავშვია,'' - აღნიშნულის შესახებ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ბავშვების მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის:
,,ჩვენი კლინიკის ბოქსირებულ სექტორში არის 84 პაციენტი, კორონავირუსის დიაგნოზის მქონე არის 69. 18 წლამდე ასაკის პირი არის 19. გუშინ დაგვემატა სამი პაციენტი, აქედან ორი ბავშვია, რომელიც გადმოყვანილია კარანტინის ზონიდან თეთრიწყაროს კლასტერიდან, ერთი კი მოზარდია. სამივეს მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. სამივე დადასტურებული დიაგნოზით გადმოვიდა ჩვენს კლინიკაში. ბავშვებს დედა თან ახლავს, მაგრამ ის არ არის ინფიცირებული. 10 პაციენტის მდგომარეობა არის საყურადღებო და ერთი პაციენტი რჩება რეანიმაციაში. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა არის გაუმჯობესება და დგება მისი რეანიმაციიდან გადაყვანის საკითხი. დღეს გამოჯანმრთელება არ გვაქვს," - აღნიშნა მაკა სოლოღაშვილმა.
ბოლო მონაცემებით:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 610
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 269
მათ შორის გარდაცვლილი - 9
კარანტინის რეჟიმში - 5133
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 523
*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3