„სწავლა, რა თქმა უნდა, იწყება 15 სექტემბრიდან დისტანციურად,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლა 1-ლი ოქტომბრიდან განახლდება:
„ჩვენ ისედაც მზად გვქონდა სწავლების ჰიბრიდული ფორმა. ამ ჰიბრიდული მოდელის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა კლასში სხვადასხვა რაოდენობის მოსწავლეები არიან და გადანაწილებული იყო, ნაწილი დისტანციურად, ნაწილი კლასებში. სწავლა ყველგან დაიწყებადისტანციურად15 სექტემბერს, საკლასო ოთახებში კი 1-ლი ოქტომბრიდან. ეს ეხება ყველას, მათ შორის კერძო სკოლებსაც. ასევე, ეს ეხება სხვადასხვა წრეს (ბავშვები, მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა წრეზე დადიან), რომელიც არ არის ღია ცის ქვეშ. ღია ცის ქვეშ არსებულ წრეებთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგები და ჯანსაცვის სამინისტრო სპეციალურ პროტოკოლს შეიმუშავებენ და განმარტებას გააკეთებენ უახლოეს პერიოდში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყება, ხოლო სასწავლო კლასებსა და აუდიტორიებში პირველი ოქტომბრიდან.
იხსნება თუ არა შეზღუდვები, რომელიც 12 მაისის ჩათვლით იყო - საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება ცნობილია
13 მაისიდან შეზღუდვები, რომელიც 12 მაისის ჩათვლით იყო, მოიხსნება, კომენდანტის საათი კი ძალაში რჩება - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
,,ახლა პიკში ვართ და არ არის გამართლებული, რომ კომენდანტის გადავადებაზე ვისაუბროთ. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ კომენდანტის გადავადებაზე ვიფიქროთ. მაისის ბოლოსკენ, როცა პიკი შემსუბუქდება, შემდეგ უკვე გადავხედავთ გადაწყვეტილებას,'' - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.
რაც შეეხება დღევანდელ სტატისტიკას, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1788 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 1251 ადამიანი. ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში - 31.
ქვეყანაში დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 5,76%, ბოლო 14 დღის - 6,07%, ბოლო 7 დღის - 6,35%.
რაც შეეხება ვაქცინაციას, სულ აცრილია - 67136, დღიურად აცრილთა რაოდენობა კი 4689.