„სწავლა, რა თქმა უნდა, იწყება 15 სექტემბრიდან დისტანციურად,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლა 1-ლი ოქტომბრიდან განახლდება:
„ჩვენ ისედაც მზად გვქონდა სწავლების ჰიბრიდული ფორმა. ამ ჰიბრიდული მოდელის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა კლასში სხვადასხვა რაოდენობის მოსწავლეები არიან და გადანაწილებული იყო, ნაწილი დისტანციურად, ნაწილი კლასებში. სწავლა ყველგან დაიწყებადისტანციურად15 სექტემბერს, საკლასო ოთახებში კი 1-ლი ოქტომბრიდან. ეს ეხება ყველას, მათ შორის კერძო სკოლებსაც. ასევე, ეს ეხება სხვადასხვა წრეს (ბავშვები, მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა წრეზე დადიან), რომელიც არ არის ღია ცის ქვეშ. ღია ცის ქვეშ არსებულ წრეებთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგები და ჯანსაცვის სამინისტრო სპეციალურ პროტოკოლს შეიმუშავებენ და განმარტებას გააკეთებენ უახლოეს პერიოდში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყება, ხოლო სასწავლო კლასებსა და აუდიტორიებში პირველი ოქტომბრიდან.
ტრენინგი, რომელიც 10 კრედიტის მოპოვებაში დაგეხმარებათ - რეგისტრაცია 30 აპრილს 18:00 საათზე სრულდება
ახლოვდება 2021 წლის პედაგოგთა სასერტიფიკაციო. პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრი გთავაზობთ ტრენინგს, რომელიც გამოცდის ჩაბარების გარანტიას მოგცემთ!
პედაგოგთა სასერტიფიკაციო პროგრამა მოიცავს გამოცდის 10 ჩასაბარებლად საჭირო ყველა საკითხს. ინოვაციური სწავლების მეთოდი გაგიადვილებთ შესასწავლი მასალის აღქმა-გააზრებას!
პროგრამას გაუძღვება თსუ-ს სერტიფიცირებული ტრენერი, მეცნიერი - სოფო ბიბილაშვილი.
ტრენინგი აღიარებულია საერთაშორისო უმაღლეს სტანდარტად!
რეგისტრაცია მიმდინარეობს დაწყებით კომბინირებულ სრულ კურსზე (I-IV).
ტრენინგები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ, თითოეული სემინარის ხანგრძლივობაა 2 საათი. ტრენინგები გაგრძელდება გამოცდებამდე.