Baby Bag

ლაგოდეხში სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

ლაგოდეხში სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

ლაგოდეხის იაკობ გოგებაშვილის სახელობის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ლაგოდეხის განყოფილების ხელმძღვანელი ნუნუ ნოზაძე ადასტურებს.

მისი ინფორმაციით, მოსწავლის ინფიცირების წყარო ე.წ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის კლასტერია, რომელსაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განაცხადეს, რომ მოსწავლეს სკოლაში არ უვლია, თუმცა მეგობრებთან ერთად კვების ობიექტში იყო დაბადების დღის აღსანიშნავად, სადაც მისი რამდენიმე თანაკლასელიც იმყოფებოდა. ამ ეტაპზე მოძიებულია კოვიდინფიცირებული მოსწავლის 14 კონტაქტი და კონტაქტების მოკვლევა გრძელდება.

ლაგოდეხის მესამე საჯარო სკოლის ინფორმაციით, სკოლაში სასწავლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით განახლდა და დამატებითი პრევენციული ზომებისთვის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციებს დაელოდებიან.

სკოლის დირექტორის თეა მეტრეველის თქმით, კოვიდინფიცირებულ მოსწავლეს ორ თანაკლასელთან ჰქონდა კონტაქტი. ისინი ახლა თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

წყარო: ​1TV.GE

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ექიმების ვარაუდით, კოვიდინფექცია ზოგიერთი სიმსივნის დროს მავნე კი არა, პირიქით, სასარგებლოც კი შეიძლება, აღმოჩნდეს''

,,ექიმების ვარაუდით, კოვიდინფექცია ზოგიერთი სიმსივნის დროს მავნე კი არა, პირიქით, სასარგებლოც კი შეიძლება, აღმოჩნდეს''

​ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე ონკოლოგიურ პაციენტზე კორონას დადებით გავლენაზე საუბრობს. 

,,მაქვს ძალიან კარგი სიახლე. ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის ონკოლოგებმა გაავრცელეს. მათი აზრით, კოვიდინფექცია ზოგიერთი სიმსივნის დროს მავნე კი არა, პირიქით, სასარგებლოც კი შეიძლება, აღმოჩნდეს. თუმცა ეს მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდია. ინფორმაცია გადამოწმებას აუცილებლად საჭიროებს,'' - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე. 

ნახეთ ვიდეო, სადაც ექიმი რეზიდენტი დეტალურად საუბრობს აღნიშნულ სიახლეზე ☝️

წყარო: Usmle მოსამზადებელი ცენტრი - Ghoghoberidze, M.D.

წაიკითხეთ სრულად