Baby Bag

მაშველებმა გადაარჩინეს 3 წლის გოგონა, რომელიც მიწისძვრიდან 65 საათის განმავლობაში ნანგრევებში იყო

თურქეთში მაშველებმა გადაარჩინეს 3 წლის გოგონა, რომელიც მიწისძვრიდან 65 საათის განმავლობაში ​ნანგრევებში იყო.

ელიფ ფერინჩეკი 106-ე ადამიანია, რომელიც მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს. ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

მიწისძვრიდან დაახლოებით 23 საათის შემდეგ ელიფის დედა, 10 წლის ტყუპები და 7 წლის ძმაც ცოცხალი ამოიყვანეს. პატარა ძმა გარდაიცვალა, დედა და ტყუპები კი საავადმყოფოში მკურნალობენ.

თურქეთში, იზმირის პროვინციაში მომხდარი 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 79 ადამიანი დაიღუპა და 962 დაშავდა.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ნუთუ მართლა გგონიათ, ყველაზე განვითარებული ქვეყნების სამედიცინო პერსონალის აბსოლიტური უმრავლესობა სრული იდიოტია და აიცრა ვაქცინებით რომელიც კოვიდზე საშიშია, გენეტიკას შეუცვლის, სიკვდილის მაღალ რისკს შეიცავს და ა.შ.?''

,,ნუთუ მართლა გგონიათ, ყველაზე განვითარებული ქვეყნების სამედიცინო პერსონალის აბსოლიტური უმრავლესობა სრული იდიოტია და აიცრა ვაქცინებით რომელიც კოვიდზე საშიშია, გენეტიკას შეუცვლის, სიკვდილის მაღალ რისკს შეიცავს და ა.შ.?''
ამერიკაში მომუშავე ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში ვაქცინის შესახებ წერს, რომელსაც ​MomsEdu.ge უცვლელად გთავაზობთ:

,,მარტივი კითხვა: ნუთუ მართლა გგონიათ, ყველაზე განვითარებული ქვეყნების სამედიცინო პერსონალის აბსოლიტური უმრავლესობა სრული იდიოტია და აიცრა ვაქცინებით რომელიც კოვიდზე საშიშია, გენეტიკას შეუცვლის, სიკვდილის მაღალ რისკს შეიცავს და ა.შ.?

ჰოსპიტალში, სადაც მე ვმუშაობ 4 700 თანამშრომელზე მეტია სრულად აცრილი. ამერიკა, ისრაელი, ბრიტანეთი, გერმანია, ავსტრია, გრძელი სიაა... ამ ქვეყნებში პირველები ექიმები და ექთნები აიცრნენ.

ნუთუ ამაზე დიდი არგუმენტია საჭირო რომ გავითავისოთ, პანდემიის დასრულების ერთადერთი რეალური გზა სწრაფი ვაქცინაციაა.

P.S. ძალიან რთულად გადავიტანე ვაქცინის პირველი დოზა. განმივითარდა ლამის ყველა შესაძლო გვერდითი ეფექტი და 4 დღე სრულად მომწყვიტა ცხოვრების ჩვეულ რიტმს. და მაინც... სამწუხაროდ არ არსებობს სხვა ალტერნატივა ნორმალური ცხოვრების რიტმის დასაბრუნებლად. როგორი წარმატებულებიც არ უნდა ვიყოთ კოვიდის მკურნალობაში, ვირუსული დაავადების პრევენციას იდეალური მკურნალობაც კი ვერ ჩაანაცვლებს,'' - აღნიშნა ნანა გეგეჭკორმა.


წაიკითხეთ სრულად