ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მადლობას უხდის ყველას და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქვეყნებს:
,,მადლობა ყველას!...
მინდა მადლობა გადავუხადო ყველას ვინც მირეკავს და შეტყობინებებს მიგზავნის-აინტერესებთ და გულთან მიიტანეს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა. აქვე მინდა ბოდიში მოვუხადო მათ ვისაც ფიზიკურად ვერ ვპასუხობ-ეს შეუძლებელიცაა დროისა და ჯანმრთელობის ფაქტორის გათვალისწინებით...
რაც შეეხება ჩემს მდგომარეობას - მკურნალობას ვაგრძელებ სახლში. ამ დროისთვის ტემპერატურა 37.5 გრადუსი მაქვს. მაწუხებს ხველა, ყელის და თავის ტკივილი, სისუსტე. მიუხედავად ასეთი დისკომფორტისა და ჩემს თავს არსებული რეალობისა, ვცდილობ ვიყო მხნედ, მაქსიმალურად ვცდილობ სახლის პირობებში ვიმკურნალო და ასე ვადევნო თვალი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა თუ ეპიდვითარებას...
რაც შეეხება ჩემს მეუღლეს-ანა თოფურიაც სახლშია და ჩემს გვერდითაა. როგორც ცნობილია, ისიც კოვიდ ინფიცირებულია, თუმცა ნაკლები სიმპტომებით-37.1 გრადუსი ტემპერატურითა და ყელის ტკივილით.
ვინაიდან ინტერესი დიდია ჩემი ჯანმრთელობის მიმართ-პერიოდულად აქ დავწერ ჩემი ჯანმრთელობის შესახებ...
იმედია, მალე ყველაფერი გაივლის და ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდები,'' - აღნიშნავს თენგიზ ცერცვაძე.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„გაწუხებს მშრალი ხველა? აი, როგორ მოაგვარო,“ - გიორგი ღოღობერიძის რჩევები
ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ადამიანებს, რომლებსაც მშრალი ხველა აწუხებთ ხველის დასამარცხებლად საინტერესო რჩევები მისცა. მისი თქმმით, ხველის საწინააღმდეგო მედიკამენტების უდიდესი ნაწილი ეფექტიანი არ არის:
„კოვიდის მერე ბევრს აწუხებს ეს სიმპტომი, ხველა, რომელიც არის მშრალი. ასეთ ხველას ნახველი არ ახლავს და არის საკმაოდ შემაწუხებელი. საქართველოში გამოყენებული ხველის საწინააღმდეგო მედიკამენტების უმრავლესობა ხველაზე მაინცდამაინც ეფექტიანი არ არის. მე გიყვებით მხოლოდ კოვიდის დროს არსებულ ხველაზე. თუ ხველა კოვიდის დროს დაგეწყო და პირველ თვეს არ აგილაგდა, მაშინ ალბათობა იმისა, რომ ის კიდევ დიდხანს დაგრჩეს, ძალიან მაღალია. შეიძლება ეს ხველა კიდევ 6-9 თვე იყოს.“
გიორგი ღოღობერიძემ მშრალი ხველის დასამარცხებლად მარტივი გამოსავალი შემოგვთავაზა:
„მშრალი ხველის დროს ძალიან მარტივი გამოსავალი არსებობს. პირველი, უნდა მიიღო სითხეები. როდესაც ორგანიზმს ტემპერატურა მაღალი აქვს, ამ დროს სითხე ორთქლდება. სითხე რომ ორთქლდება, სასუნთქი გზები შრება, რაც იწვევს ხველას. მშრალი სასუნთქი გზები არის მიზეზი ხველის, ამიტომ სითხეები უნდა გაზარდო. მეორე რჩევა არის ორთქლის ინჰალაციის ჩატარება. მაღალი ტემპერატურის ორთქლის ინჰალაცია იდეალური გზაა და უფრო ეფექტიანია, ვიდრე ხველის დამთრგუნავი მედიკამენტები.“
„მედიკამენტებზე ეფექტიანი საშუალება, რომელსაც არც კი სჭირდება რეცეპტი, არის თაფლი. შეგიძლია ჩაი შეავსო თაფლით და თაფლიანი ჩაი მიიღო. არ დაგავიწყდეს, რომ თაფლის მიღება წლამდე ასაკის ბავშვებში არ შეიძლება.თუ გინდა, რომ თაფლიანი ჩაი კიდევ უფრო ეფექტიანი იყოს, შეგიძლია დაამატო პიტნა. ლიმონსაც თუ დაამატებ, საერთოდ იდეალური იქნება. აჰა, შენ კოქტეილი, რომელიც გამოგადგება მშრალი ხველის წინააღმდეგ,“ - აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.