გერმანიაში მომუშავე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი წერს. MomsEdu.ge გთავაზობთ მის პოსტს:
„ექიმი უპირველესად ნიშნავს ნდობას და პროფესიონალიზმს. ნდობა არაა, რომ ექიმი პიროვნულად მოგწონდეს ან არ მოგწონდეს. ნდობა ნიშნავს, რომ იმდენად ხარ დარწმუნებული ექიმის პროფესიონალიზმში, საკუთარი სახელისთვის მინიმალური ჩრდილის მიყენებაზე ფიქრის გარეშე გეტყვის სიმართლეს, მოგცემს პროფესიულ რჩევას, გაგიშვებს სხვა ექიმთან, თუკი ეს საჭიროა.
მოკლედ, ექიმის სიტყვას და ნააზრევს, მის დანიშნულებას და რჩევას თუ არ ენდე, მაშინ ექიმის პროფესიონალიზმი მხოლოდ და მხოლოდ მოხელეობაა. გასალაშინებას პროფესიონალიზმი უნდა, მაგრამ, ნდობა არაა აუცილებელი.
მაშინ, როცა მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატში და სტადიონებზე საათობით ისხდნენ ბახუსში მყოფი, მოყვირალი და მომღერალი ათიათასობით ფანი ერთმანეთის გევრდიგვერდ, ყველას თვალწინ, მთელი მსოფლიოს თვალწინ და შენ, ექიმმა, არც მსოფლიო ჯანდაცვას, არც ფიფას, არც იმ სახელმწიფოებს მიმართე და მისწერე შენი პროტესტი, არც კი დააფიქსირე მაშინ აღშფოთება და შენი სასოწარკვეთა, და დღეს კი მოითხოვ 11 ადამიანი არ შეიკრიბოსო, არა ხარ სანდო ექიმი. მე პირადად, როგორც პაციენტი, ვერ გენდობი.
პოპულიზმი და ყურადღების უმთავრესიდან სხვაზე გაფანტვაა შენი სტეიტმენტი.
ექიმი მიუკერძოებელიცაა და ჰუმანურიც, არაა ჰომოფობი და არ აკეთებს რაღაცა ნიშნით ადამიანთა დემონიზაციას, არა აქვს წინასწარ ჩამოყალიბებული შაბლონი ადამიანზე.
მაგალითად, სიგარეტის მწეველს არ ეუბნება, აბა რა გეგონა რომ ეწეოდი, ეს არ დაგემართებოდაო?
და ამგვარი მომენტი ბევრია მედიცინაში.
ასეთი ექიმი, რაც გინდა პროფესიონალი იყოს, როგორც ქირურგი თუ ონკოლოგი ძნელი სანდობია იმიტომ, რომ უკვე განწირული ყავხარ როგორც პაცენტი, წინასწარ.
ყველამ ვიცით, რომ ანტივაქსერი და აცრილი ერთმანეთთან კოლიდირებაში, დაპირისპირებაში ჯანმრთელობის მხრივ არასოდეს არ მოდიან ამ კონკრეტული ინფექციის დროს. ანტივაქსერი აცრილს ვერაფრით ვერ ავნებს. აცრილი ანტივაქსერს ვერაფრით ვერ დაეხმარება. ეს ფაქტია და ეს იცის, ეს დარწმუნებით იცის ყველა ექიმმა, მედიცინის სტუდენტმა, უბრალოდ ნაკითხმა ადამიანმა. და ეს იცის იმ ხალხმაც, რომელთაც მიმართავ ექიმი.
ყველამ იცის, რომ - „ანტივაქსერების იმედზე ვართ დარჩენილი“ ეს განცხადება არის სრული სიცრუე, უბრალოდ ტყუილია.
თანაც, ეს ბოროტი ტყუილია, გამთიშავი ტყუილია, ადამიანებს ტაბურეტკებით და ხელკეტებით რომ დააწყებინებს ანტვაქსერების ძებნას, აი ისეთი ტყუილია.
პოპულისტური და უბრალოდ ექიმის ხალათისათვის შეუფერებელი სიბინძურის ტყუილია.
აცრა კორონაზე არის ინდივიდუალური დაცვა.
აცრილი ვერაფრით ვერ ჩაერთვება ჯოგური იმუნიტეტის შექმნაში, ეს მხოლოდ და მხოლოდ კორონა გადატანილი ადამიანია.
აცრა არ და ვერაფრით ვერ დაიცავს კორონავირუსით ინფიცირებისაგან და ამიტომაც აცრილი ზუსტად ისევე გადამდებია კორონავირუსისა, როგორც აუცრელი. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ აცრილების მიმართ იგივე მოპყრობა, როგორც კორონაგადატანილების მიმართ არასწორია და აცრილიც ისევე უნდა დაიტესტოს, როგორც აუცრელი.
ეს სამწუხაროა, ეს არაპოპულარული გამოთქმაა, ეს ბევრს გააბრაზებს, მაგრამ სამედიცინო ასპექტით ეს ფაქტია.
აცრილი ისეთივე ვირუსგადამტანია, როგორც აუცრელი და აქ არავითარი უპირატესობა არ არსებობს ჰიგიენის და ეპიდემიოლოგიის თვალსაზრისით.
აცრილი ადამიანი აცრით საკუთარ თავს იცავს არა ვირუსისგან, არამედ მძიმე დაავადებისაგან.
აუცრელი ადამიანი შეგნებულად თუ შიშით ამას არ აკეთებს და ხდება იმ დაახლოებით 5%-ში მძიმედ ავად.
15%-დან 20%-მდე სიმპტომიანია და ეს ადამიანები აუცილებლად ექიმის რჩევას მოიძებნიან.
ეს დატვირთვაა ექიმისთვის. ესაა ფაქტი და რეალობა.
ექიმმა ან უნდა თქვა რეალობა და ფაქტი, ან უნდა გაჩუმდე და ინტერპრეტაციებთან, ვარაუდებთან, შავ-თეთრ ოცნებებთან მარტო უნდა დარჩე. აუცრელი პაციენტი ტვირთავს ჯანდაცვის სისტემას.
სამაგიეროდ, კი ის 80%-დან 85%-მდე აუცრელი და ვირუსგადატანილი პაციენტი იწვევს ჯანდაცვის სისტემის განტვირთვას, ის არასოდეს შეაწუხებს ექიმს კორონას გამო.
ესაა ფაქტი და რეალობა.
თუკი გვსურს ამ თემის საზოგადოებისთვის პრეზენტაცია, მართალია არასწორი თემაა, მაგრამ რეალობაა და რაღაცით გამართლებულია ამაზე საუბარი, დადუმებას ვერავის მოსთხოვ. ესეც ფაქტია.
ასევე ფაქტი და რეალობაა საქართველოს პირობებში და საქართველოს კლინიკებში ის, რომ კოვიდიანი პაციენტის მოვლაში არავითარი დადებითი განვითარება არ შეიმჩნევა. მაშინ, როცა დასავლური სახელმწიფოები მართვით სუნთაქვაზე აყვანილთა რიცხვს 70%-ით ამცირებენ, საქართველოში და იზოლირებულად ეს რიცხვი იზრდება და იზრდება.
პაციენტთა მართვით სუნთქვაზე აყვანა ხდება სქემატურად, პაუშალურად, შაბლონურად.
არადა, ყველამ ვიცით, რომ თუკი სხვა დაავადებათა დროს ნაადრევი ინტუბაცია კარგ შედეგს იძლევა, პაციენტი ისვენებს, სტრესი ეხსნება, ასე არაა კორონას დროს. ნაადრევად მართვით სუნთქვაზე აყვანილი პაციენტი იღუპება.
იმ 750-მა ექიმმა, რომელთაც ხელი მოაწერეს სიტყვებს - „ანტივაქსერების იმედად დავრჩითო“, დასხდნენ ერთად ონლაინ კონფერენციაზე და ისაუბრეს პაციენტის მართვაზე?
თუკი ასეა, ჩემი უდიდესი ბოდიში და რესპექტი, თუმცა, ადამიანების ჯგუფის დემონიზაცია ექიმისათვის შეუფერებელი მაინც რჩება. საქართველოს კლინიკებისთვის პრობლემატური რჩება პაციენტის თანამიმდევრული და ეტაპობროივი მოვლა, როცა საკუთარ გადაწყვეტილებებს და ლაბორატორიულ მონაცემებს პერმანენტულად უსადაგებ ავადმყოფის კლინიკურ მდგომარეობას.
არაინდივიდუალური და ზედმატად სტანდარტიზირებული მიდგომა მძიმე კოვიდის დროს კიდევ უფრო ამძიმებს.
თანამდევ დაავადებებზე თუ ინფექციებზე გვერდის ავლა ამძიმებს.
სისხლის და სხვა სითხეების მიკრობიოლოგიური ანალიზის და რეზისტოგრამის არჩატარება ამძიმებს.
ნულ ეოზინოფილზე სტეროიდის უანტიბიოტიკოდ მიცემა აძლიერებს თანაინფექციას და ამძიმებს.
პროკალციტონინის არგანსაზღვრა ამძიმებს.
ფილტვის კტ-ს ქულებით აზროვნება და იმაზე არ დაფიქრება, იქნებ სითხე, იქნებ ანთება, იქნებ ჰემორაგია, იქნებ ჰიპერსეკრეცია, იქნებ ბრონქის ჩაკეტვა და ასე შემდეგ მრავალი იქნებანის არ გათვალისწინება, ამაზე არ დაფიქრება, რაა ამ კტს „ქულების“ გამომწვევი აი, ამაზე არ დაფიქრება უბრალოდ კი არ ამძიმებს, არამედ კლავს. აი, ესაა ექიმებისთვის საერთო სადისკუსიო. კლინიკების ჰიგიენაა სადისკუსიო.
პერსონალის ტესტირებაა სადისკუსიო და ტესტების დამაჯერებლობა.
კოვიდიანი მსუბუქსიმპტომიანი პაციენტების მართვაა სადისკუსიო, აი ეს პრობლემა ამძიმებს და ინტესიურამდე აიძულებს ადამიანს.
მძიმე პაციენტების კლინიკაში ჰიგიენაა სადისკუსიო, ისევ და ისევ რომ ერთ ოთახში არის რამდენიმე პაციენტი.
,,ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ ასეთ რაღაცებს ძირითადად ახალგაზრდები აკეთებენ'' - აეროპორტის თანამშრომელი საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ მოქალაქეებზე
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომელი ანდრო კიკაბიძე საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ მოქალაქეებზე წერს, რომლებიც საკარანტინო ზომების დაცვაზე უარს ამბობენ. გთავაზობთ მის პოსტს სიტყვა-სიტყვით:
,,რაც არ უნდა ეცადოს სახელმწიფო რომ ვირუსი არ გავრცელდეს, ამ სამოქალაქო შეგნებით რომელსაც ყოვედლღე ვუყურებ საზღვარზე მოქალაქეების მხრიდან, მაქსიმუმ 2 კვირით შეაჩეროს სახელმწიფომ ეს ეპიდემიური აფეთქება თუ ხალხის თვითშეგნებაზე იქნებიან დამოკიდებული. ან თუ ხალხი ვერ გაითავისებს რა ხდება.
ჩამოსული მოქალაქეების უმეტესობა:
- იტყუება საზღვარზე თავის მოგზაურობის ისტორიას - იტყუება სიმპტომებს და სვავს სიცხის დამწევებს (დალიე აბა რაუნდაქნა სიცხიანი ხოარ იმგზავრებ, მარა რომ ჩამოხვალ თქვი!) - ყველას 3 სახლი როგორ აქვს, ოღონდ თვითიზოლაციაში გაუშვან (და რათქმაუნდა აეროპორტიდანვე რესტორანში წავა და იბლატავებს როგორ მოატყუა მესაზღვრე და ექიმი)
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
- პანიკებში ვარდება როგორც კი კარანტინს უხსენებ, წივის, კივის, ბლატაობს, იფარჩხება და ა. შ. - გორში ან შორეულ ქალაქებში წასვლაზე უარს ამბობენ, თბილისში უნდა კარანტინში (თითქოს დიდი მნიშვნელობა ქონდეს კარანტინში სად იქნები, მაინც ცხვირს ვერ გაყოფ გარეთ) შეიგნეთ რომ ამ პატარა ქვეყანაში არ გვაქვს ფუფუნება რომ ყველა თავის ქალაქში იყოს კარანტინში. - უზრდელობა, უპატივცემულობა, შეუგნებლობა, პრეტენზიები პოლიციელების, ოფიცრების და თანამშრომლების მიმართ, რომლებიც 24 საათი ამ საშიშროებას თვალებში უყურებენ, ოჯახებში იმის შიშით მიდიან რომ, შვილს, ცოლს და დედას შეიძლება ვირუსი გადადონ, იმიტორო უამრავ შეუგნებელთან ლაპარაკისას შეიძლებოდა გადადებოდა და არც იცის. - ,,6 საათია გზაში ვარ 3 საათი ვერ დავიცდი სპეციალურ კარავში ან ზონაში რომ სპეციალურმა დეზინფექცირებულმა ტრანსპორტმა კარანტინში გადამიყვანოს, ეს რაუბედურებაა რამომსახურეობაა, არანაირი კომფორტი" (რა კომფორტი!!!! გეგონება 5 ვარსკვლავიან სასტუმროში იყვნენ და სახელმწიფოს სერვისს უწუნებენ საყოველთაო პანდემიის დროს, როცა ყველაფერი წამიერად იცვლება მთელს მსოფლიოში და ჩენც ამაზე ვართ დამოკიდებულები) ამდროს მესაზღვრეები და თანამშრომლები 48 საათის უძინარები ფეხზე დგანან და მისნაირ ქვეყნის მტერს უძლებენ ყოველ 2 წუთში, 5ს ერთად. - რომ ვნერვიულობ სიცხე მიწევს - მე სულ 37.5 მაქვს სიცხე - იტალიაში რა მინდოდა, არ ვყოფილვარ, კიევიდან მოვფრინავ (Facebook-ზე 4 დღის წინ სურათი აქვს დადებული კოლიზეუმთან) - არავის შევხებივარ იტალიაში, სულ სახლში ვიყავი და სახლშიც კი პირბადე მეკეთა.... - არანაირი პატივისცემა ფორმის, ასაკის, სქესის, სტატუსის, ზრდილობის! არაფრის მიმართ!
ყველაზე დიდი უბედურება ისაა რომ ასეთ რაღაცეებს ძირითადად ახალგაზრდები აკეთებენ, ჩემი თაობა, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლობენ და ჩვენი მომავლის ინტელექტუალური მარაგია!
გთხოვთ ყველას ვინც ამას კითხულობთ! მსოფლიო პანდემია არის მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი საშიშროება კაცობრიობისთვის და ყველაზე მეტად ჩვენნაირი პატარა და სუსტი ქვეყნები დაზარალდებიან. გამოიჩინეთ ის სანაქებო ქართული გვერდშიდგომა და 2 კვირა მოუფრთხილდით საკუთარ თავებს, რომ სხვებიც უსაფრთხოდ იყვნენ!!! მესაზღვრეები, მებაჟეები, ექიმები და ყველა სხვა თანამშრომელი, ყველანაირ ადამიანურ ლიმიტს არიან გამცდარები თავიანთი მუშაობით! საკმაოდ დიდი თანამდებობის პირებს ჩვეულებრივი რიგითისგან ვერ გაარჩევთ ისეთი მონდომებით და პატრიოტიზმით მუშაობენ და ისეთ საქმეებს აკეთებენ! წარმოუდგენელ გამძლეობას და მონდომებას იჩენენ და დაუფასეთ! პატივი ეცით რასაც გეუბნებიან, დაემორჩილეთ და არაფერი გვემუქრება. 25 ინფირებული როა დღეს და არა 25 000 ისევ ამ სიმკაცრის, ქვეყნის და ამ თანამშრომლების დამსახურებაა, უბრალოდ იცოდეთ მათაც აქვთ ზღვარი სადაც გადაიწვებიან, გული აუცრუვდებათ იმათზე ვინც უნდა დაიცვან და მერე აღარაფერი გიშველით.
არც ის ხელფასი და არც ის წოდება არ ღირს იმად რასაც ეს ხალხი უძლებს და უყურებს, მხოლოდ იმიტომ რომ ქვეყანა და საკუთარი ხალხი უყვართ! 23 წლის ლაწირაკი რო თვალების ქაჩვით 60 წლის ოფიცერს უყვირის, მაშინ როცა ის კაცი ქვეყანას იცავს და ისევ მასზე და მის ოჯახზე ზრუნავს, არანაირ მორალში და შეგნებაში არ ჯდება! დაუდექით გვერდში ერთმანეთს, არაა დღეს პრეტენზიების და შეუგნებლობის დრო!
გააკეთეთ ის რასაც გეუბნებიან თუ არადა დავადგებით იტალიის, ირანის და სხვა ეპიდაფეთქების პირას მყოფი ქვეყნების გზას! გადავშენდებით, ან კაი ვარიანტში ქვის ხანაში აღმოვჩნდებით.
გთხოვთ! ნუ დაღუპავთ ერთმანეთს!'' - აღნიშნავს ანდრო კიკაბიძე.