გერმანიაში მომუშავე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი წერს. MomsEdu.ge გთავაზობთ მის პოსტს:
„ექიმი
გასალაშინებას პროფესიონალიზმი უნდა, მაგრამ, ნდობა არაა აუცილებელი.
მაშინ, როცა მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატში და სტადიონებზე საათობით ისხდნენ ბახუსში მყოფი, მოყვირალი და მომღერალი ათიათასობით ფანი ერთმანეთის გევრდიგვერდ, ყველას თვალწინ, მთელი მსოფლიოს თვალწინ
პოპულიზმი და ყურადღების უმთავრესიდან სხვაზე გაფანტვაა შენი სტეიტმენტი.
ექიმი მიუკერძოებელიცაა და ჰუმანურიც, არაა ჰომოფობი და არ აკეთებს რაღაცა ნიშნით ადამიანთა დემონიზაციას, არა აქვს წინასწარ ჩამოყალიბებული შაბლონი ადამიანზე.
მაგალითად, სიგარეტის მწეველს არ ეუბნება, აბა რა გეგონა რომ ეწეოდი, ეს არ დაგემართებოდაო?
და ამგვარი მომენტი ბევრია მედიცინაში.
ასეთი ექიმი, რაც გინდა პროფესიონალი იყოს, როგორც ქირურგი თუ ონკოლოგი ძნელი სანდობია იმიტომ, რომ უკვე განწირული ყავხარ როგორც პაცენტი, წინასწარ.
ყველამ იცის, რომ - „ანტივაქსერების იმედზე ვართ დარჩენილი“ ეს განცხადება არის სრული სიცრუე, უბრალოდ ტყუილია.
თანაც, ეს ბოროტი ტყუილია, გამთიშავი ტყუილია, ადამიანებს ტაბურეტკებით და ხელკეტებით რომ დააწყებინებს ანტვაქსერების ძებნას, აი ისეთი ტყუილია.
პოპულისტური და უბრალოდ ექიმის ხალათისათვის შეუფერებელი სიბინძურის ტყუილია.
15%-დან 20%-მდე სიმპტომიანია და ეს ადამიანები აუცილებლად ექიმის რჩევას მოიძებნიან.
ესაა ფაქტი და რეალობა.
აუცრელი პაციენტი ტვირთავს ჯანდაცვის სისტემას.
ესაა ფაქტი და რეალობა.
ესეც ფაქტია.
მაშინ, როცა დასავლური სახელმწიფოები მართვით სუნთაქვაზე აყვანილთა რიცხვს 70%-ით ამცირებენ, საქართველოში და იზოლირებულად ეს რიცხვი იზრდება და იზრდება.
თუკი ასეა, ჩემი უდიდესი ბოდიში და რესპექტი, თუმცა, ადამიანების ჯგუფის დემონიზაცია ექიმისათვის შეუფერებელი მაინც რჩება.
საქართველოს კლინიკებისთვის პრობლემატური რჩება პაციენტის თანამიმდევრული და ეტაპობროივი მოვლა, როცა საკუთარ გადაწყვეტილებებს და ლაბორატორიულ მონაცემებს პერმანენტულად უსადაგებ ავადმყოფის კლინიკურ მდგომარეობას.
არაინდივიდუალური და ზედმატად სტანდარტიზირებული მიდგომა მძიმე კოვიდის დროს კიდევ უფრო ამძიმებს.
აი, ესაა ექიმებისთვის საერთო სადისკუსიო.
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯანმრთელობა