გერმანიაში მომუშავე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი წერს. MomsEdu.ge გთავაზობთ მის პოსტს:
„ექიმი უპირველესად ნიშნავს ნდობას და პროფესიონალიზმს. ნდობა არაა, რომ ექიმი პიროვნულად მოგწონდეს ან არ მოგწონდეს. ნდობა ნიშნავს, რომ იმდენად ხარ დარწმუნებული ექიმის პროფესიონალიზმში, საკუთარი სახელისთვის მინიმალური ჩრდილის მიყენებაზე ფიქრის გარეშე გეტყვის სიმართლეს, მოგცემს პროფესიულ რჩევას, გაგიშვებს სხვა ექიმთან, თუკი ეს საჭიროა.
მოკლედ, ექიმის სიტყვას და ნააზრევს, მის დანიშნულებას და რჩევას თუ არ ენდე, მაშინ ექიმის პროფესიონალიზმი მხოლოდ და მხოლოდ მოხელეობაა. გასალაშინებას პროფესიონალიზმი უნდა, მაგრამ, ნდობა არაა აუცილებელი.
მაშინ, როცა მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატში და სტადიონებზე საათობით ისხდნენ ბახუსში მყოფი, მოყვირალი და მომღერალი ათიათასობით ფანი ერთმანეთის გევრდიგვერდ, ყველას თვალწინ, მთელი მსოფლიოს თვალწინ და შენ, ექიმმა, არც მსოფლიო ჯანდაცვას, არც ფიფას, არც იმ სახელმწიფოებს მიმართე და მისწერე შენი პროტესტი, არც კი დააფიქსირე მაშინ აღშფოთება და შენი სასოწარკვეთა, და დღეს კი მოითხოვ 11 ადამიანი არ შეიკრიბოსო, არა ხარ სანდო ექიმი. მე პირადად, როგორც პაციენტი, ვერ გენდობი.
პოპულიზმი და ყურადღების უმთავრესიდან სხვაზე გაფანტვაა შენი სტეიტმენტი.
ექიმი მიუკერძოებელიცაა და ჰუმანურიც, არაა ჰომოფობი და არ აკეთებს რაღაცა ნიშნით ადამიანთა დემონიზაციას, არა აქვს წინასწარ ჩამოყალიბებული შაბლონი ადამიანზე.
მაგალითად, სიგარეტის მწეველს არ ეუბნება, აბა რა გეგონა რომ ეწეოდი, ეს არ დაგემართებოდაო?
და ამგვარი მომენტი ბევრია მედიცინაში.
ასეთი ექიმი, რაც გინდა პროფესიონალი იყოს, როგორც ქირურგი თუ ონკოლოგი ძნელი სანდობია იმიტომ, რომ უკვე განწირული ყავხარ როგორც პაცენტი, წინასწარ.
ყველამ ვიცით, რომ ანტივაქსერი და აცრილი ერთმანეთთან კოლიდირებაში, დაპირისპირებაში ჯანმრთელობის მხრივ არასოდეს არ მოდიან ამ კონკრეტული ინფექციის დროს. ანტივაქსერი აცრილს ვერაფრით ვერ ავნებს. აცრილი ანტივაქსერს ვერაფრით ვერ დაეხმარება. ეს ფაქტია და ეს იცის, ეს დარწმუნებით იცის ყველა ექიმმა, მედიცინის სტუდენტმა, უბრალოდ ნაკითხმა ადამიანმა. და ეს იცის იმ ხალხმაც, რომელთაც მიმართავ ექიმი.
ყველამ იცის, რომ - „ანტივაქსერების იმედზე ვართ დარჩენილი“ ეს განცხადება არის სრული სიცრუე, უბრალოდ ტყუილია.
თანაც, ეს ბოროტი ტყუილია, გამთიშავი ტყუილია, ადამიანებს ტაბურეტკებით და ხელკეტებით რომ დააწყებინებს ანტვაქსერების ძებნას, აი ისეთი ტყუილია.
პოპულისტური და უბრალოდ ექიმის ხალათისათვის შეუფერებელი სიბინძურის ტყუილია.
აცრა კორონაზე არის ინდივიდუალური დაცვა.
აცრილი ვერაფრით ვერ ჩაერთვება ჯოგური იმუნიტეტის შექმნაში, ეს მხოლოდ და მხოლოდ კორონა გადატანილი ადამიანია.
აცრა არ და ვერაფრით ვერ დაიცავს კორონავირუსით ინფიცირებისაგან და ამიტომაც აცრილი ზუსტად ისევე გადამდებია კორონავირუსისა, როგორც აუცრელი. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ აცრილების მიმართ იგივე მოპყრობა, როგორც კორონაგადატანილების მიმართ არასწორია და აცრილიც ისევე უნდა დაიტესტოს, როგორც აუცრელი.
ეს სამწუხაროა, ეს არაპოპულარული გამოთქმაა, ეს ბევრს გააბრაზებს, მაგრამ სამედიცინო ასპექტით ეს ფაქტია.
აცრილი ისეთივე ვირუსგადამტანია, როგორც აუცრელი და აქ არავითარი უპირატესობა არ არსებობს ჰიგიენის და ეპიდემიოლოგიის თვალსაზრისით.
აცრილი ადამიანი აცრით საკუთარ თავს იცავს არა ვირუსისგან, არამედ მძიმე დაავადებისაგან.
აუცრელი ადამიანი შეგნებულად თუ შიშით ამას არ აკეთებს და ხდება იმ დაახლოებით 5%-ში მძიმედ ავად.
15%-დან 20%-მდე სიმპტომიანია და ეს ადამიანები აუცილებლად ექიმის რჩევას მოიძებნიან.
ეს დატვირთვაა ექიმისთვის. ესაა ფაქტი და რეალობა.
ექიმმა ან უნდა თქვა რეალობა და ფაქტი, ან უნდა გაჩუმდე და ინტერპრეტაციებთან, ვარაუდებთან, შავ-თეთრ ოცნებებთან მარტო უნდა დარჩე. აუცრელი პაციენტი ტვირთავს ჯანდაცვის სისტემას.
სამაგიეროდ, კი ის 80%-დან 85%-მდე აუცრელი და ვირუსგადატანილი პაციენტი იწვევს ჯანდაცვის სისტემის განტვირთვას, ის არასოდეს შეაწუხებს ექიმს კორონას გამო.
ესაა ფაქტი და რეალობა.
თუკი გვსურს ამ თემის საზოგადოებისთვის პრეზენტაცია, მართალია არასწორი თემაა, მაგრამ რეალობაა და რაღაცით გამართლებულია ამაზე საუბარი, დადუმებას ვერავის მოსთხოვ. ესეც ფაქტია.
ასევე ფაქტი და რეალობაა საქართველოს პირობებში და საქართველოს კლინიკებში ის, რომ კოვიდიანი პაციენტის მოვლაში არავითარი დადებითი განვითარება არ შეიმჩნევა. მაშინ, როცა დასავლური სახელმწიფოები მართვით სუნთაქვაზე აყვანილთა რიცხვს 70%-ით ამცირებენ, საქართველოში და იზოლირებულად ეს რიცხვი იზრდება და იზრდება.
პაციენტთა მართვით სუნთქვაზე აყვანა ხდება სქემატურად, პაუშალურად, შაბლონურად.
არადა, ყველამ ვიცით, რომ თუკი სხვა დაავადებათა დროს ნაადრევი ინტუბაცია კარგ შედეგს იძლევა, პაციენტი ისვენებს, სტრესი ეხსნება, ასე არაა კორონას დროს. ნაადრევად მართვით სუნთქვაზე აყვანილი პაციენტი იღუპება.
იმ 750-მა ექიმმა, რომელთაც ხელი მოაწერეს სიტყვებს - „ანტივაქსერების იმედად დავრჩითო“, დასხდნენ ერთად ონლაინ კონფერენციაზე და ისაუბრეს პაციენტის მართვაზე?
თუკი ასეა, ჩემი უდიდესი ბოდიში და რესპექტი, თუმცა, ადამიანების ჯგუფის დემონიზაცია ექიმისათვის შეუფერებელი მაინც რჩება. საქართველოს კლინიკებისთვის პრობლემატური რჩება პაციენტის თანამიმდევრული და ეტაპობროივი მოვლა, როცა საკუთარ გადაწყვეტილებებს და ლაბორატორიულ მონაცემებს პერმანენტულად უსადაგებ ავადმყოფის კლინიკურ მდგომარეობას.
არაინდივიდუალური და ზედმატად სტანდარტიზირებული მიდგომა მძიმე კოვიდის დროს კიდევ უფრო ამძიმებს.
თანამდევ დაავადებებზე თუ ინფექციებზე გვერდის ავლა ამძიმებს.
სისხლის და სხვა სითხეების მიკრობიოლოგიური ანალიზის და რეზისტოგრამის არჩატარება ამძიმებს.
ნულ ეოზინოფილზე სტეროიდის უანტიბიოტიკოდ მიცემა აძლიერებს თანაინფექციას და ამძიმებს.
პროკალციტონინის არგანსაზღვრა ამძიმებს.
ფილტვის კტ-ს ქულებით აზროვნება და იმაზე არ დაფიქრება, იქნებ სითხე, იქნებ ანთება, იქნებ ჰემორაგია, იქნებ ჰიპერსეკრეცია, იქნებ ბრონქის ჩაკეტვა და ასე შემდეგ მრავალი იქნებანის არ გათვალისწინება, ამაზე არ დაფიქრება, რაა ამ კტს „ქულების“ გამომწვევი აი, ამაზე არ დაფიქრება უბრალოდ კი არ ამძიმებს, არამედ კლავს. აი, ესაა ექიმებისთვის საერთო სადისკუსიო. კლინიკების ჰიგიენაა სადისკუსიო.
პერსონალის ტესტირებაა სადისკუსიო და ტესტების დამაჯერებლობა.
კოვიდიანი მსუბუქსიმპტომიანი პაციენტების მართვაა სადისკუსიო, აი ეს პრობლემა ამძიმებს და ინტესიურამდე აიძულებს ადამიანს.
მძიმე პაციენტების კლინიკაში ჰიგიენაა სადისკუსიო, ისევ და ისევ რომ ერთ ოთახში არის რამდენიმე პაციენტი.
„ის, რომ ჩვენ მივიღოთ 4 ლიტრი სითხე და თითქოს ეს პრევენციაა კოვიდის, არ არის მართალი,“ - პედიატრი ნინო თოთაძე
პედიატრი და ნუტრიციოლოგი ნინო თოთაძე ადამიანის ჯანმრთელობისთვის წყლის უდიდეს მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისი მიღება პანდემიის დროს განსაკუთრებით სასურველია:
„წყალი უმნიშვნელოვანესია ცხოვრების ნებისმიერი დღის განმავლობაში. მსოფლიოში აღწერილია 21 დღე შიმშილობის, იგივე მაჰათმა განდის მიერ, მაგრამ ადამიანს შეუძლია სიცოცხლე შეინარჩუნოს მაქსიმუმ 3-4 დღე წყლის გარეშე. პანდემიის დროს არის ვირუსული ფონი, პრობლემებია მადასთან, არის გემოს პრობლემები. შესაძლოა, რამდენიმე დღე კვება არ იყოს კარგი, მაგრამ წყლის მიღების გარეშე შეუძლებელია. საუკეთესოა ჩვეულებრივი წყალი, შეიძლება იყოს სხვა სითხეებიც, ჩაი, ყავა, ნატურალური წვენი. ნატურალური წვენი, რომელიც ასე სასარგებლოა, არ არის რეკომენდებული იყოს 150 მილილიტრამდე, რადგან ის წყლის გარდა შეიცავს შაქრის რაოდენობას. ბავშვებში შეიძლება იყოს რძეც, ასაკობრივი ჭრილის მიხედვით დაბალი და მაღალი ცხიმიანობის. წყალი არის ამ შემთხვევაში შეუცვლელი. ამერიკის შეერთებული შტატების ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე პირდაპირ არის მითითებული: მიირთვით წყალი პირველ რიგში და შემდეგ უკვე შესაძლებელია სხვა სითხეებიც.“
ნინო თოთაძის თქმით, როდესაც ფიზიკურად ნაკლებად ვიტვირთებით, სითხის მარაგი აუცილებლად უნდა შევივსოთ:
„როდესაც ჩვენ ვსხედვართ და ჩვენი ფიზიკური აქტივობა არის დაბალი, დღის მანძილზე ვკარგავთ გარკვეული რაოდენობის სითხეს. ყველა ორგანო შედგება უჯრედებისგან, რომლებსაც სჭირდება დატენიანება. ამის დატენიანებას ახდენს წყალი. დღე ღამის განმავლობაში 10-დან 100 მილილიტრამდე ლორწოს გამოვყოფთ. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია წყლის მიღება.“
ნინო თოთაძე ასაკობრივი ჯგუფებისთვის რეკომენდებულ წყლის დოზებზე საუბრობს:
„ევროპის სურსათის სააგენტოს სახელმძღვანელოში მოწოდებულია, რომ მიღებული წყლის რაოდენობა დამოკიდებულია ასაკზე, სქესზე, გარემო ფაქტორებზე. ერთ კილოგრამ წონაზე წყლის დღიური ნორმა 35 მილილიტრია. ადამიანი წყლის გასინჯვას იწყებს 6 თვის ასაკიდან. 2 წლამდე ის იღებს დაახლოებით 150 მილილიტრამდე წყალს. ამის შემდეგ ოთხ წლამდე მივდივართ 250 მილილიტრით. 4-8 წლამდე ასაკში ნორმა არის დაახლოებით 5 ჭიქა. 9-13 წლის ასაკში ცალ-ცალკე იყოფა გოგონები და ვაჟები. დაახლოებით რომ ვთქვათ, ნორმაა 7 ჭიქა გოგონებისთვის, ხოლო 8 ჭიქა ვაჟებისთვის. ეს არის დაახლოებით 1,5-1,7 მილილიტრი. უკვე 19 წლის მამაკაცებისთვის მაქსიმუმი არის 13 ჭიქამდე, ქალბატონებისთვის კი 10-11 ჭიქა. ლაქტაციის პერიოდში მიღებული წყლის რაოდენობა იმატებს და ნორმა უნდა იყოს გაზრდილი 2 ჭიქით, იგივეა ორსულობის პერიოდშიც. თუ ძლიერი ფიზიკური დატვირთვაა, დღე-ღამის განმავლობაში წყლის დოზა შეიძლება გაიზარდოს 1,5-2,5 ჭიქით.“
„ის, რომ ჩვენ მივიღოთ 4 ლიტრი სითხე და ეს პრევენციაა კოვიდის, არ არის მართალი. წყალსაც აქვს თავისი სწორი მიღების წესი. კარგი იქნებოდა, თუ დღის განმავლობაში მისაღები წყალი გადანაწილდება ყლუპ-ყლუპობით, მცირე დოზის ოდენობით. სჯობს, წყალი მივიღოთ კვებამდე, ან კვებიდან ერთი საათის მერე, ვიდრე კვების პროცესში. ყავასთან ერთად წყლის დალევა რეკომენდებულია და სავსებით ნორმალურია. ბავშვებს კვების დროს წყლის მიღებას ვერ ვუშლით, შეიძლება იყოს გადაცდენის მომენტიც. ის ნელ-ნელა უნდა გადაეჩვიოს ამ წესს. ბავშვისთვის გადადუღებული წყლის მიცემა არ არის რეკომენდებული. ის შეიძლება გამოვიყენოთ მხოლოდ მაშინ, თუ ჯანსაღ წყალზე არ მიგვიწვდება ხელი,“ - აღნიშნავს ნინო თოთაძე