გერმანიაში მომუშავე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი წერს. MomsEdu.ge გთავაზობთ მის პოსტს:
„ექიმი უპირველესად ნიშნავს ნდობას და პროფესიონალიზმს. ნდობა არაა, რომ ექიმი პიროვნულად მოგწონდეს ან არ მოგწონდეს. ნდობა ნიშნავს, რომ იმდენად ხარ დარწმუნებული ექიმის პროფესიონალიზმში, საკუთარი სახელისთვის მინიმალური ჩრდილის მიყენებაზე ფიქრის გარეშე გეტყვის სიმართლეს, მოგცემს პროფესიულ რჩევას, გაგიშვებს სხვა ექიმთან, თუკი ეს საჭიროა.
მოკლედ, ექიმის სიტყვას და ნააზრევს, მის დანიშნულებას და რჩევას თუ არ ენდე, მაშინ ექიმის პროფესიონალიზმი მხოლოდ და მხოლოდ მოხელეობაა. გასალაშინებას პროფესიონალიზმი უნდა, მაგრამ, ნდობა არაა აუცილებელი.
მაშინ, როცა მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატში და სტადიონებზე საათობით ისხდნენ ბახუსში მყოფი, მოყვირალი და მომღერალი ათიათასობით ფანი ერთმანეთის გევრდიგვერდ, ყველას თვალწინ, მთელი მსოფლიოს თვალწინ და შენ, ექიმმა, არც მსოფლიო ჯანდაცვას, არც ფიფას, არც იმ სახელმწიფოებს მიმართე და მისწერე შენი პროტესტი, არც კი დააფიქსირე მაშინ აღშფოთება და შენი სასოწარკვეთა, და დღეს კი მოითხოვ 11 ადამიანი არ შეიკრიბოსო, არა ხარ სანდო ექიმი. მე პირადად, როგორც პაციენტი, ვერ გენდობი.
პოპულიზმი და ყურადღების უმთავრესიდან სხვაზე გაფანტვაა შენი სტეიტმენტი.
ექიმი მიუკერძოებელიცაა და ჰუმანურიც, არაა ჰომოფობი და არ აკეთებს რაღაცა ნიშნით ადამიანთა დემონიზაციას, არა აქვს წინასწარ ჩამოყალიბებული შაბლონი ადამიანზე.
მაგალითად, სიგარეტის მწეველს არ ეუბნება, აბა რა გეგონა რომ ეწეოდი, ეს არ დაგემართებოდაო?
და ამგვარი მომენტი ბევრია მედიცინაში.
ასეთი ექიმი, რაც გინდა პროფესიონალი იყოს, როგორც ქირურგი თუ ონკოლოგი ძნელი სანდობია იმიტომ, რომ უკვე განწირული ყავხარ როგორც პაცენტი, წინასწარ.
ყველამ ვიცით, რომ ანტივაქსერი და აცრილი ერთმანეთთან კოლიდირებაში, დაპირისპირებაში ჯანმრთელობის მხრივ არასოდეს არ მოდიან ამ კონკრეტული ინფექციის დროს. ანტივაქსერი აცრილს ვერაფრით ვერ ავნებს. აცრილი ანტივაქსერს ვერაფრით ვერ დაეხმარება. ეს ფაქტია და ეს იცის, ეს დარწმუნებით იცის ყველა ექიმმა, მედიცინის სტუდენტმა, უბრალოდ ნაკითხმა ადამიანმა. და ეს იცის იმ ხალხმაც, რომელთაც მიმართავ ექიმი.
ყველამ იცის, რომ - „ანტივაქსერების იმედზე ვართ დარჩენილი“ ეს განცხადება არის სრული სიცრუე, უბრალოდ ტყუილია.
თანაც, ეს ბოროტი ტყუილია, გამთიშავი ტყუილია, ადამიანებს ტაბურეტკებით და ხელკეტებით რომ დააწყებინებს ანტვაქსერების ძებნას, აი ისეთი ტყუილია.
პოპულისტური და უბრალოდ ექიმის ხალათისათვის შეუფერებელი სიბინძურის ტყუილია.
აცრა კორონაზე არის ინდივიდუალური დაცვა.
აცრილი ვერაფრით ვერ ჩაერთვება ჯოგური იმუნიტეტის შექმნაში, ეს მხოლოდ და მხოლოდ კორონა გადატანილი ადამიანია.
აცრა არ და ვერაფრით ვერ დაიცავს კორონავირუსით ინფიცირებისაგან და ამიტომაც აცრილი ზუსტად ისევე გადამდებია კორონავირუსისა, როგორც აუცრელი. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ აცრილების მიმართ იგივე მოპყრობა, როგორც კორონაგადატანილების მიმართ არასწორია და აცრილიც ისევე უნდა დაიტესტოს, როგორც აუცრელი.
ეს სამწუხაროა, ეს არაპოპულარული გამოთქმაა, ეს ბევრს გააბრაზებს, მაგრამ სამედიცინო ასპექტით ეს ფაქტია.
აცრილი ისეთივე ვირუსგადამტანია, როგორც აუცრელი და აქ არავითარი უპირატესობა არ არსებობს ჰიგიენის და ეპიდემიოლოგიის თვალსაზრისით.
აცრილი ადამიანი აცრით საკუთარ თავს იცავს არა ვირუსისგან, არამედ მძიმე დაავადებისაგან.
აუცრელი ადამიანი შეგნებულად თუ შიშით ამას არ აკეთებს და ხდება იმ დაახლოებით 5%-ში მძიმედ ავად.
15%-დან 20%-მდე სიმპტომიანია და ეს ადამიანები აუცილებლად ექიმის რჩევას მოიძებნიან.
ეს დატვირთვაა ექიმისთვის. ესაა ფაქტი და რეალობა.
ექიმმა ან უნდა თქვა რეალობა და ფაქტი, ან უნდა გაჩუმდე და ინტერპრეტაციებთან, ვარაუდებთან, შავ-თეთრ ოცნებებთან მარტო უნდა დარჩე. აუცრელი პაციენტი ტვირთავს ჯანდაცვის სისტემას.
სამაგიეროდ, კი ის 80%-დან 85%-მდე აუცრელი და ვირუსგადატანილი პაციენტი იწვევს ჯანდაცვის სისტემის განტვირთვას, ის არასოდეს შეაწუხებს ექიმს კორონას გამო.
ესაა ფაქტი და რეალობა.
თუკი გვსურს ამ თემის საზოგადოებისთვის პრეზენტაცია, მართალია არასწორი თემაა, მაგრამ რეალობაა და რაღაცით გამართლებულია ამაზე საუბარი, დადუმებას ვერავის მოსთხოვ. ესეც ფაქტია.
ასევე ფაქტი და რეალობაა საქართველოს პირობებში და საქართველოს კლინიკებში ის, რომ კოვიდიანი პაციენტის მოვლაში არავითარი დადებითი განვითარება არ შეიმჩნევა. მაშინ, როცა დასავლური სახელმწიფოები მართვით სუნთაქვაზე აყვანილთა რიცხვს 70%-ით ამცირებენ, საქართველოში და იზოლირებულად ეს რიცხვი იზრდება და იზრდება.
პაციენტთა მართვით სუნთქვაზე აყვანა ხდება სქემატურად, პაუშალურად, შაბლონურად.
არადა, ყველამ ვიცით, რომ თუკი სხვა დაავადებათა დროს ნაადრევი ინტუბაცია კარგ შედეგს იძლევა, პაციენტი ისვენებს, სტრესი ეხსნება, ასე არაა კორონას დროს. ნაადრევად მართვით სუნთქვაზე აყვანილი პაციენტი იღუპება.
იმ 750-მა ექიმმა, რომელთაც ხელი მოაწერეს სიტყვებს - „ანტივაქსერების იმედად დავრჩითო“, დასხდნენ ერთად ონლაინ კონფერენციაზე და ისაუბრეს პაციენტის მართვაზე?
თუკი ასეა, ჩემი უდიდესი ბოდიში და რესპექტი, თუმცა, ადამიანების ჯგუფის დემონიზაცია ექიმისათვის შეუფერებელი მაინც რჩება. საქართველოს კლინიკებისთვის პრობლემატური რჩება პაციენტის თანამიმდევრული და ეტაპობროივი მოვლა, როცა საკუთარ გადაწყვეტილებებს და ლაბორატორიულ მონაცემებს პერმანენტულად უსადაგებ ავადმყოფის კლინიკურ მდგომარეობას.
არაინდივიდუალური და ზედმატად სტანდარტიზირებული მიდგომა მძიმე კოვიდის დროს კიდევ უფრო ამძიმებს.
თანამდევ დაავადებებზე თუ ინფექციებზე გვერდის ავლა ამძიმებს.
სისხლის და სხვა სითხეების მიკრობიოლოგიური ანალიზის და რეზისტოგრამის არჩატარება ამძიმებს.
ნულ ეოზინოფილზე სტეროიდის უანტიბიოტიკოდ მიცემა აძლიერებს თანაინფექციას და ამძიმებს.
პროკალციტონინის არგანსაზღვრა ამძიმებს.
ფილტვის კტ-ს ქულებით აზროვნება და იმაზე არ დაფიქრება, იქნებ სითხე, იქნებ ანთება, იქნებ ჰემორაგია, იქნებ ჰიპერსეკრეცია, იქნებ ბრონქის ჩაკეტვა და ასე შემდეგ მრავალი იქნებანის არ გათვალისწინება, ამაზე არ დაფიქრება, რაა ამ კტს „ქულების“ გამომწვევი აი, ამაზე არ დაფიქრება უბრალოდ კი არ ამძიმებს, არამედ კლავს. აი, ესაა ექიმებისთვის საერთო სადისკუსიო. კლინიკების ჰიგიენაა სადისკუსიო.
პერსონალის ტესტირებაა სადისკუსიო და ტესტების დამაჯერებლობა.
კოვიდიანი მსუბუქსიმპტომიანი პაციენტების მართვაა სადისკუსიო, აი ეს პრობლემა ამძიმებს და ინტესიურამდე აიძულებს ადამიანს.
მძიმე პაციენტების კლინიკაში ჰიგიენაა სადისკუსიო, ისევ და ისევ რომ ერთ ოთახში არის რამდენიმე პაციენტი.
4 ანალიზი, რომელიც უნდა გაიკეთოთ კოვიდინფიცირების დროს
რა ანალიზების გაკეთება ხდება საჭირო კოვიდინფიცირების დროს? - აღნიშნულ თემაზე ექიმი რეზიდენტი ნანა სხილაძე წერს. როგორც ექიმი აღნიშნავს, კოვიდინფიცირების დროს საჭიროა შემდეგი ანალიზების გაკეთება:
სისხლის საერთო
C-რეაქტიული ცილა
D-დიმერი
კოაგულოგრამა
სისხლის საერთო:
სისხლის საერთო ანალიზში კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებით უმეტესად მნიშვნელოვანია:
ლეიკოციტური - ნორმის საზღვრები N (4.4 - 11.3 )
თრომბოციტური ფორმულა - ნორმის საზღვრები N (177 - 393)
ლეიკოციტები სისხლში წარმოდგენილია სხვადასხვა სახით:
ესენია:
ნეიტროფილებით - ნორმის საზღვრები N (50 - 70)
ეოზინოფილებით - ნორმის საზღვრები H (0 - 5)
ბაზოფილებით - ნორმის საზღვრები N (0 - 1)
აგრანულოციტებით (ლიმფოციტები ნორმის საზღვრები N (20 - 40) და მონოციტები ნორმის საზღვრები - N (4 - 10).
თითოეულ მათგანს თავისი ფუნქცია აქვს და სხვადასხვა დაავადების დროს მათი რაოდენობა იცვლება.
ნეიტროფილების მომატება ინფექციების, ანთებითი პროცესების, სისხლის დაავადებების, ოპერაციების შემდეგ შეინიშნება. მათი ახალგაზრდა ფორმების მომატებას ფორმულის მარცხნივ გადახრას უწოდებენ. რაც უფრო მწვავეა პროცესი, მით უფრო მკვეთრია გადახრა.
ნეიტროპენიას - (ნეიტროფილების ნაკლებობას) იწვევს ვირუსული დაავადებები, თირეოტოქსიკოზი და სხვა.
ეოზინოფილები - იმატებს ალერგიული პროცესების, ჰელმინთოზების დროს. ტრავმისა და სტრესის ფონზე ყალიბდება ანეოზინოფილია (სისხლში ეოზინოფილების არარსებობა).
ლიმფოციტების დიდი რაოდენობით სისხლში გადმოსვლა ხდება ვირუსული პროცესების, სისხლის დაავადებების, ტუბერკულოზის დროს და სხვა.
ლიმფოციტოპენია (ლიმფოციტების შემცირება) ვითარდება იმუნოდეფიციტური მდგომარეობის, რადიაციული ზემოქმედების შედეგად.
მონოციტები - სისხლის ყველაზე დიდი უჯრედებია. ისინი ანადგურებენ ცოცხალ და მკვდარ მიკრობებს, ანტიგენ-ანტისხეულების კომლექსებს, რომლებიც ვირუსებთან, ბაქტერიებსა და მათ ტოქსინებთან ბრძოლისას წარმოიქმნება. მათი რაოდენობა იმატებს სეპტიკური პროცესების, ლორწოვანის გაღიზიანების დროს.
მონოციტოპენია (მონოციტების შემცირება) ყალიბდება სიმსივნური პროცესების უკანასკნელ ეტაპზე.
თრომბოციტები სისხლის შედედებაში მონაწილე უჯრედებია. წარმოიქმნება ძვლის ტვინში და ცოცხლობს 7-10 დღე. მონაწილეობს სისხლის შედედებაში, აქვს ანგიოტროფული ფუნქცია, ახდენს შედედების ფაქტორების ტრანსპორტირებას, უზრუნველყოფს სისხლძარღვის სპაზმს.
თრომბოციტოპენია - (თრომბოციტების ნაკლებობა) თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება.
თრომბოციტოპათია - მათი ფუნქციის დარღვევა სისხლდენისადმი მიდრეკილებაზე მიუთითებს.
თრომბოციტოზი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ორგანიზმი წარმოქმნის ჭარბი რაოდენობით თრომბიციტებს. თრომბოციტები მონაწილეობენ სისხლის შედედებაში. თუ მდგომარეობა გამოწვეულია სხვა დაავადებით, მაგალითად ინფექციით, მას რეაქტიული თრომბოციტოზი ანუ მეორადი თრომბოციტემია ეწოდება.
ექიმმა შეიძლება თრომბოციტოზი აღმოაჩინოს სისხლის საერთო ანალიზის შედეგად. თუ სისხლის ანალიზი გიჩვენებთ თრომბოციტოზს, მნიშვნელოვანია დადგენა რეაქტიულია თრომბოციტოზი თუ ესენციური, რომლის დროსაც უფრო დიდი რისკია თრომბების წარმოქმნის.
C რეაქტიული ცილა (CRP)
CRP არის მწვავე ფაზის რეაქტანტი, რომელიც სინთეზირდება ღვიძლში და გამოიყოფა ანთების დროს. ანთების დროს ორგანიზმში გამოყოფილი CRP ააქტიურებს კომპლემენტს, რასაც შემდგომში მოყვება ფაგოციტოზი მაკროფაგების მიერ.
რატომ კეთდება CRP-ს ტესტი?
CRP-ს ძირითადად იყენებენ ორგანიზმში ანთებითი პროცესის მიმდინარეობის დასადგენად. CRP აგრეთვე გამოიყენება სისტემური დაავადებების მიმდინარეობის შესაფასებლად (მაგ; რევმატოიდული ართრიტი, ვასკულიტები), ასევე ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების ეფექტურობის დასადგენად.
როგორ მოვემზადოთ ანალიზისთვის და რა არის საჭირო ანალიზის გასაკეთებლად?
სპეციალური მომზადება საჭირო არ არის. ანალიზის გასაკეთებლად საჭიროა ვენური სისხლი.
რას ნიშნავს მომატებული CRP?
ტესტის დადებითი შედეგი ორგანიზმში ანთების მანიშნებელია.
CRP მატულობს შემდეგი დაავადებების დროს:
ინფექციები
ნაწლავის ანთებითი დაავადებები
რევმატოიდული ანთება
რევმატოიდული ცხელება
(საჭირო ინფორმაცია) - CRP მატულობს ორსულობის ბოლო ტრიმესტრში და კონტრაცეფტივების მიღების შემდეგ.
ნორმის საზღვრებია:
CRP mg/L H(<5)
D-დიმერი
D-დიმერი არის ფიბრინის დეგრადაციის პროდუქტი, პატარა ზომის ცილის ფრაგმენტი, რომელიც სისხლში კოლტის დაშლის შედეგად ჩნდება.
D-დიმერი მიუთითებს ორგანიზმში თრომბის არსებობაზე, თუმცა არ მიუთითებს თრომბის მდებარეობას.
რატომ კეთდება D-დიმერის ტესტი?
D-დიმერის ტესტი კეთდება ორგანიზმში თრომბის არსებობის გამოსარიცხად.
D-დიმერის ტესტი გამოიყენება საშუალო და დაბალი რისკის მქონე პაციენტებში (თრომბის განვითრების თვალსაზრისით) პულმონური ემბოლიისა და ღრმა ვენური თრომბოზის გამოსარიცხად.
როგორ მოვემზადოთ ანალიზისთვის და რა არის საჭირო ანალიზის გასაკეთებლად?
სპეციალური მომზადება საჭირო არ არის. ანალიზის გასაკეთებლად საჭიროა ვენური სისხლი.
რას ნიშნავს მომატებული D-დიმერი?
D-დიმერი ნორმაში <400ng/ml
მომატებული D-დიმერი მიუთითებს ორგანიზმში თრომბის არსებობაზე, თუმცა არ მიუთითებს თრომბის მდებარეობას.
D-დიმერი მატულობს შემდეგი დაავადებების დროს:
ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია;
ღრმა ვენური თრომბოზი;
DIC - სინდრომი (დისემინებული, ინტრავასკულური კოაგულაცია) – დაავადება, რომელსაც ახასიათებს სისხძარღვებში სისიხლის მიმოქცევის დარღვევა, ფიბრინოლიტიკური და სისხლის მიმოქცევის სისტემის კომპონენტების გამოფიტვა, თრომბოზისკენ და სისხლის შედედებისკენ მიდრეკილება, ორგანოებში მიკროცირკულაციის დარღვევა, რასაც მივყავართ მისი დისტროფიისა და დისფუნქციისკენ.
აორტის განშრევება;
ღვიძლის კარის ვენის თრომბოზი
კოაგულოგრამა
კოაგულოგრამა მნიშვნელოვან ინფორმაციას გავწვდის:
სისხლდენების,
ქირურგიული ჩარევების,
თრომბოზების განვითარებისა და მათი პროფილაქტიკის,
სისხლძარღვოვანი დაავადებების,
ღვიძლის დაავადებების,
ინსულტებისა და ინფარქტების დროს.
გარდა ამისა, ანტიკოაგულანტებით მკურნალობისას ის ეხმარება ექიმს, სწორად შეურჩიოს პაციენტს ანტიკოაგულანტის დოზა. ასევე კოაგულოგრამით ფასდება თრომბოზის რისკი ორსულობისა და პერორალური კონტრაცეპტივების მიღების პერიოდში.
ამ დროს რეკომენდებულია კვლევის 3 თვეში ერთხელ ჩატარება. პროფილაქტიკის მიზნით კოაგულოგულოგრამის ჩატარების სიხშირე პაციენტის ასაკზეა დამოკიდებული: ახალგაზრდებისთვის ის რეკომენდებულია წელიწადში ერთხელ, ხანდაზმულებისთვის - 6 თვეში ერთხელ.
რა მაჩვენებლებს მოიცავს კოაგულოგრამა?
კოაგულოგრამა მოიცავს:
აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინის დრო (APTT); APTT - ერთ-ერთი ყველაზე ინფორმაციული ტესტია სისხლის შედედების სისტემაზე წარმოდგენის შესაქმნელად. ნორმის საზღვრები - L (24.3 - 36.9)
პროთრომბინის დროს (PT); (ნორმის საზღვრები) H (9.1 - 12.1)
პროთრომბინის ინდექსს (PI); ნორმის საზღვრები - L (>70)
(INR); ნორმის საზღვრები H(0.9 - 1.2)
ფიბრინოგენის კონცენტრაციას; ნორმის საზღვრები H(2.2 - 4.9).