Baby Bag

„მოდის ძალიან, ძალიან მაგარი თაობა!"

„მოდის ძალიან, ძალიან მაგარი თაობა!"

„შეიძლება ეთანხმებოდე ან არ, მოგწონდეს ან ნაკლებ, მაგრამ იმ ახალგაზრდებს, ვინც დღეს ქუჩაში დგას - მოსყიდულებს, მონებს და უმსგავსოებს ეძახდე, ნიშნავს, რომ შენ თვითონ ტრიალებ ამ ეპითეტების ახლო-მახლო.


ახალგაზრდა დიდწილად მართალია და თუ მაინცდამაინც - ის არ უნდა გეთანხმებოდეს, უნდა შეცდეს, უნდა გადააჭარბოს - ეს არის ახალგაზრდად ყოფნის მთავარი ნიშანი. ცოდნამდე და თავისუფლებამდე მისასვლელი გარდაუვალი გზა.


კლასიკური აზრით მე პოლიტიკა არ მიზიდავს - არ არის ეგ ჩემი საქმე და არც არასდროს იქნება - კინო მაინტერესებს და ლიტერატურა, ფოლკლორი და ბიბლიოთეკა - აი, ახლაც სოფლის ბიბლიოთეკების მოსაწყობად მივდივარ და იმედი მაქვს, განათლება იქნება, რაც გვიშველის, მაგრამ მაშინ როცა თუნდაც ჩვენი მომავლის მცირე ნაწილი გამოვა და ის საშინელი ფრაზა უცებ მიედევნება : „ეჰ, რა თაობა მოდის!"


მე აუცილებლად და ხმამაღლა ვიტყვი:


მოდის ძალიან, ძალიან მაგარი თაობა!"

ავტორი: მწერალი გიორგი კეკელიძე 

შეიძლება დაინტერესდეთ

„აუცილებელია, შვილებს ვასწავლოთ ცუდი და კარგი გამოცდილებების გააზრება“ - ბლიცინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან

„აუცილებელია, შვილებს ვასწავლოთ ცუდი და კარგი გამოცდილებების გააზრება“ - ბლიცინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან

Moms.ge-ს ტრადიციული რუბრიკის, ბლიცინტერვიუს სტუმარი ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძეა.

1. ცხოვრება არის... საინტერესო გაუგებრობა. 

2. ხვალინდელი დღე... სიკვდილის პოტენციური თარიღი;

3. სამშობლო... ადგილი, სადაც საკუთარ თავს შევხვდი პირველად, როგორც ადამიანს;

4. დამოკიდებული ვარ... შიშებზე;

5. ვკარგავ... მოსვენებას;

6. მენატრება... სიმშვიდე;

7. თუ ვიქნებოდი პატიმარი... მეტი დრო მექნებოდა ფიქრისთვის;

8. მეგობარია, ის ვინც... გიძლებს;

9. ბავშვობაში მინდოდა... საღეჭი რეზინა, კოსმონავტობა;

10. ერთი დღით ვიქნებოდი... მილიარდერი;

11. ლიტერატურა ჩემთვის... გამოცდილების გააზრება...ემოციურის და გონისმიერის;

12. მოდა... კომფორტი;

13. ვკითხულობ... სპორტის ამბებს;

14. პერსონაჟი, რომელსაც საკუთარ თავს ვამსგავსებ... ჰეკლბერი ფინი;

15. ამქვეყნად მოვდივართ იმისათვის, რომ... არ ვიცი. ვიცი, რომ მოსვლის მერე გვემყარება მოქმედების გარდაუვლობა - „მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან, შვილნი სოფლისა“;

16. აუცილებელია, შვილებს ვასწავლოთ... ცუდი და კარგი გამოცდილებების გააზრება;

17. ჰობი... ფეხბურთი;

18. სიყვარული... მთავარი გამოწვევა;

19. მარცხი...წარმატება... ბანალური ყოველდღიურობა;

20. როცა ცუდ განწყობაზე ვარ... ვცურავ;

21. ღმერთის ჩემეული აღქმა... ღმერთი - მარადიული ძებნის წერტილი;

22. ქალს ალამაზებს... ძალა;

23. ბედისწერა... თავის მოტყუება;

24. ოდესღაც აღმოაჩენთ... სიკვდილს.

ესაუბრა ლანა ბიბილურიძე

წაიკითხეთ სრულად