„რაც დრო გადის უფრო მეტი და მეტი შეკითხვა მიგროვდება პასუხგაუცემელი. არადა, თითქოს წინათ იგივე შეკითხვებზე იოლად, მარტივად და უცებ ვპოულობდი შესაფერის პასუხებს..
ვარ ასე, პასუხების გარეშე, კითხვები კი მატულობს და მატულობს..
ერთი კი რაც ნამდვილად ვიცი და ყოველთვის ვიცოდი, შრომა, თავგადადებული, აზრიანი, გულით შრომაა ის რის გარეშეც არაფერი არ გამოვა..კარგად, ხარისხიანად და გულიანად ნაკეთებმა საქმემ კი არ შეიძლება ნაყოფი არ გამოიღოს, არ გაგახაროს..
შემოდგომა მოდის, მოსავალს კარგი პირი უჩანს.
ძალიან მინდა ყველა ქართველს, ყველას ვინც გაზაფხულიდან მოყოლებული იშრომა, ნაშრომი დაუფასდეს და გაივსოს გოდრები, ბეღელი, ნალია, ხულა და ხონჩა, ბარაქით და დოვლათით.
ბედნიერ, მზიან შემოდგომის დღეებს გისურვებთ.“