Baby Bag

,,ახლა ჩვენ ამ ველოსიპედს წავიღებთ და დავალომბარდებთ'' - არასრულწლოვნები დადიან და თანატოლებს აბულინგებენ

,,ახლა ჩვენ ამ ველოსიპედს წავიღებთ და დავალომბარდებთ'' -  არასრულწლოვნები დადიან და თანატოლებს აბულინგებენ
,,​ასეთ რაღაცას გადავაწყდი აქ, უბანში (განახლ.აღმაშენებელზე). დადის არასრულწლოვანთა ჯგუფი, პირველად 6 ბავშვი იყო, მეორეზე - 4. მაქსიმალური წლოვანება 12 წლამდე. დადიან და აბულინგებენ თანატოლებს და პატარებსაც, ესეთ საუბარს შევესწარი:
- ახლა ჩვენ ამ ველოსიპედს წავიღებთ და დავალომბარდებთ, ქურდებს ფული უნდა შევუგზავნოთ ციხეზე, ბიჭო, გესმის.
- ბავშვი დაითრგუნა, შეეშინდა, მშობლები გამიბრაზდებიანო უთხრა
- რა ძმაო ? არ სცემ შენ პატივს ქურდებს ? და ასე შემდეგ შეგვამჩნიეს და გადაინაცვლეს სხვა მხარეს. ცოტა ხანში კაი ჩხუბისა და წივილ-კივილის ხმა მესმოდა.
გუშინ კიდევ ბურთს ართმევდნენ ბავშვს, პირველ-მეორე კლასელი იქნებოდა გაუძალიანდა და ოთხივე მიაწვა ქურდული ბაზრით. იქ ვიდექით ორი უფროსი ჩავერიეთ .... ამ ლაწირაკებმა ჩვენც საკმაოდ უხეშათ მოგვმართეს, ბოლო ბოლო გავყარეთ.
ეს რა ხდება ! ! !

ვის მოეთხოვება ამაზე პასუხი ?
ვისი პოზიციაა ?
P.S. ეს მსუბუქად აღწერილია ეს ყველა ე.წ. ,,ბაზარი" ორივე შემთხვევაში კაი ხანს მიდიოდა :/
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia როგორ უნდა მოვიქცეთ ამ შემთხვევაში?''


აღნიშნულ პოსტს სოციალურ ქსელში სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი ნიკო ჯავახიშვილი აქვეყნებს.


შეიძლება დაინტერესდეთ

‎„შენი სამყარო უნდა გქონდეს და არავის, არავის გაათელინო. ასეთი უფრო დასჭირდები ყველას...“ - კვირის ფრაზა

‎„შენი სამყარო უნდა გქონდეს და არავის, არავის გაათელინო. ასეთი უფრო დასჭირდები ყველას...“ - კვირის ფრაზა
‎„შენი სამყარო უნდა გქონდეს და არავის, არავის გაათელინო. ასეთი უფრო დასჭირდები ყველას, ვიდრე მხოლოდ სხვისით მცხოვრები და უშენთავისო...''

მწერალი ნაირა გელაშვილი​

არ დაგავიწყდეთ !!!

Moms.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

წაიკითხეთ სრულად