Baby Bag

,,ახლა ჩვენ ამ ველოსიპედს წავიღებთ და დავალომბარდებთ'' - არასრულწლოვნები დადიან და თანატოლებს აბულინგებენ

,,ახლა ჩვენ ამ ველოსიპედს წავიღებთ და დავალომბარდებთ'' -  არასრულწლოვნები დადიან და თანატოლებს აბულინგებენ
,,​ასეთ რაღაცას გადავაწყდი აქ, უბანში (განახლ.აღმაშენებელზე). დადის არასრულწლოვანთა ჯგუფი, პირველად 6 ბავშვი იყო, მეორეზე - 4. მაქსიმალური წლოვანება 12 წლამდე. დადიან და აბულინგებენ თანატოლებს და პატარებსაც, ესეთ საუბარს შევესწარი:
- ახლა ჩვენ ამ ველოსიპედს წავიღებთ და დავალომბარდებთ, ქურდებს ფული უნდა შევუგზავნოთ ციხეზე, ბიჭო, გესმის.
- ბავშვი დაითრგუნა, შეეშინდა, მშობლები გამიბრაზდებიანო უთხრა
- რა ძმაო ? არ სცემ შენ პატივს ქურდებს ? და ასე შემდეგ შეგვამჩნიეს და გადაინაცვლეს სხვა მხარეს. ცოტა ხანში კაი ჩხუბისა და წივილ-კივილის ხმა მესმოდა.
გუშინ კიდევ ბურთს ართმევდნენ ბავშვს, პირველ-მეორე კლასელი იქნებოდა გაუძალიანდა და ოთხივე მიაწვა ქურდული ბაზრით. იქ ვიდექით ორი უფროსი ჩავერიეთ .... ამ ლაწირაკებმა ჩვენც საკმაოდ უხეშათ მოგვმართეს, ბოლო ბოლო გავყარეთ.
ეს რა ხდება ! ! !

ვის მოეთხოვება ამაზე პასუხი ?
ვისი პოზიციაა ?
P.S. ეს მსუბუქად აღწერილია ეს ყველა ე.წ. ,,ბაზარი" ორივე შემთხვევაში კაი ხანს მიდიოდა :/
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia როგორ უნდა მოვიქცეთ ამ შემთხვევაში?''


აღნიშნულ პოსტს სოციალურ ქსელში სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი ნიკო ჯავახიშვილი აქვეყნებს.


შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩვენ სხვანაირი ბავშვობა გვქონდა, სხვისას არ ჰგავდა“ - გიორგი კეკელიძე საზაფხულო არდადეგებზე

„ჩვენ სხვანაირი ბავშვობა გვქონდა, სხვისას არ ჰგავდა“ - გიორგი კეკელიძე საზაფხულო არდადეგებზე
„ჩვენ სხვანაირი ბავშვობა გვქონდა. სხვისას არ ჰგავდა. არც გამხმარ პურს ვჭამდით და არც შოკოლადის კარაქიანს. არ იყო ეს უკიდურესი სიღარიბე და რა გასაკვირია, რომ არც სიმდიდრე არ იყო. არც მწუხარება და არც სიხარული. არც ტყვეობა და არც თავისუფლება. სადღაც შუაში გაჩხერილები ვიდექით მამიდაშვილების გამონაცვალი შარვლებით, შარვლებში ნაკლეიკებით და რუმინეთიდან, ბიცოლაჩვენის ჩამოტანილ რეზინებს ვღეჭავდით. და ვბერავდით. მაგრამ, ერთი დიდი და მნიშვნელოვანი ამოვარდნა გვეგულობოდა იმ დროს - საზაფხულო არდადეგები. განა რამე იცვლებოდა კალენდარში რიცხვების გარდა. იგივე ხიდი იდგა და მდინარეში იგივე ხიდიდან ვხტებოდით. იგივე მდინარე ჩამოდიოდა. იგივე ღობეები და იგივე ლოგინები და იგივე სიზმრები. და წვიმის ხმა ოჭვათოში - ძალიან იგივე. მაგრამ ზაფხულის არდადეგებს მაინც საგანგებო სუნთქვით ვხვდებოდით, რადგან ეს შეუმჩნეველი ოცნება იყო ნამდვილ არდადეგებზე. მოგზაურობებით და თავგადასავლებით სავსე არდადეგებზე. სიახლეებით და გაკვირვებით სავსე არდადეგებზე. და გვიხაროდა, რადგან ვიცოდით ან უფრო ზუსტად: ვგრძნობდით, რომ ზაფხულის არდადეგები გულისხმობდა სხვა ამბებს, რომელიც შეიძლება მომხდარიყო, მაგრამ ვერასოდეს მომხდებოდა. ამ უცხო ტვირთით მოვედით ჩვენ. სხვა ვერ გაიგებს ამ სიმძიმეს და სიმსუბუქეს. გაუგებარ სიხარულს. შეიძლება ბოლომდე ჩვენც ვერ გავიგოთ ჩვენი ნელ-თბილი ბავშვობა, დიდი ამოვარდნით, დიდი სიცხით - საზაფხულო არდადეგებით.“

გიორგი კეკელიძე

წაიკითხეთ სრულად