Baby Bag

„რაღაცნაირად მრცხვენია მე რომ აქ ვარ და არ ვიცი, რას ჭამენ ჩემი ბოვშები სოფელში“ - ლადო აფხაზავა

„რაღაცნაირად მრცხვენია მე რომ აქ ვარ და არ ვიცი, რას ჭამენ ჩემი ბოვშები სოფელში“ - ლადო აფხაზავა

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ 2017 წლის გამარჯვებულის, ლადო აფხაზავას შესახებ პოსტს აქვეყნებს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„სტამბულის პედაგოგთა საერთაშორისო კონფერენციაზე გაუშვეს „BBC“-ის ფილმი ლადო აფხაზავაზე. აი ასე - ბი ბი სი ჩასულა ლანჩხუთის სოფელ ჩიბათში და ფილმი გადაიღო პედაგოგზე.
მგონია, რომ ბედნიერი უნდა იყოს ჩვენების შემდეგ. ტაშით დაინგრა დარბაზი. ლადო კი წუხს. ვეკითხები:
- რა გჭირს, ლადო?
- რა, ბიჭო, და... ამდენი კაი საჭმელებია აქ და რაღაცნაირად მრცხვენია მე რომ აქ ვარ და არ ვიცი, რას ჭამენ ჩემი ბოვშები სოფელში...“

შეიძლება დაინტერესდეთ

,,შვილგარდაცვლილი დედები ვერასდროს იყურებიან მაღლა...''

,,შვილგარდაცვლილი დედები ვერასდროს იყურებიან მაღლა...''
,,ეს დღეებია, რამდენ სიკვდილს შევეჩეხეთ და არაერთი ახალგაზრდისას. მერე იყო მიშვერილი კამერები და თვალებდაუფსკრულებული ქალების მიწას დაბჯენილი მზერა. და კიდევ ერთხელ ცხადად დავინახე: შვილგარდაცვლილი დედები ვერასდროს იყურებიან მაღლა. მეტიც - მათ პირდაპირ მზერაც კი უჭირთ. ვერასდროს გახდება ადამიანი ადამიანზე მეტი. ვერასდროს მიიღებს, რომ სიკვდილი ერთი ბანალური აქტია და ადრე თუ გვიან ყველას დაგვასრულებს ან იმას, რომ "ღმერთს თავისთვის მხოლოდ კარგები უნდა".

შეიძლება მერე, მერე, წლების მერე ეს მცირე საყრდენადაც იქცეს, მაგრამ არა ახლა და ამწამს. დედა ამ ჭირთან ისე მარტოა, როგორც თვითონ სიკვდილთან ადამიანი. მე მხოლოდ ძალას ვუსურვებ მათ, იმ გამოუცნობ ძალას, რომელიც სიცოცხლეში აჯიუტებს ადამიანს, სხვა დარჩენილი სიცოცხლეების დასახმარებლად. იმ ძალას, შვილდაკარგული ბებიაჩემის თვალებში რომ ვხედავდი, თუმცა არასდროს მინახავს მისი თვალები, რადგან სულ დახრილი ჰქონდა.''

ავტორი: გიორგი კეკელიძე


წაიკითხეთ სრულად