Baby Bag

„რაღაცნაირად მრცხვენია მე რომ აქ ვარ და არ ვიცი, რას ჭამენ ჩემი ბოვშები სოფელში“ - ლადო აფხაზავა

„რაღაცნაირად მრცხვენია მე რომ აქ ვარ და არ ვიცი, რას ჭამენ ჩემი ბოვშები სოფელში“ - ლადო აფხაზავა

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ 2017 წლის გამარჯვებულის, ლადო აფხაზავას შესახებ პოსტს აქვეყნებს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„სტამბულის პედაგოგთა საერთაშორისო კონფერენციაზე გაუშვეს „BBC“-ის ფილმი ლადო აფხაზავაზე. აი ასე - ბი ბი სი ჩასულა ლანჩხუთის სოფელ ჩიბათში და ფილმი გადაიღო პედაგოგზე.
მგონია, რომ ბედნიერი უნდა იყოს ჩვენების შემდეგ. ტაშით დაინგრა დარბაზი. ლადო კი წუხს. ვეკითხები:
- რა გჭირს, ლადო?
- რა, ბიჭო, და... ამდენი კაი საჭმელებია აქ და რაღაცნაირად მრცხვენია მე რომ აქ ვარ და არ ვიცი, რას ჭამენ ჩემი ბოვშები სოფელში...“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვებო, მე გაძლევთ დავალებას: დილას, როცა ადგებით...“

„ბავშვებო, მე გაძლევთ დავალებას: დილას, როცა ადგებით...“

„თქვენ იცით, რომ საქართველოში ქრისტიანობა პირველი საუკუნიდან შემოვიდა, ხოლო IV საუკუნეში უკვე სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. ღვთის განგებით, ჩვენს ქვეყანაში პირველ საუკუნეშივე ჩამოიტანეს კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი გახდა. ასეთი დიდი მადლი და წყალობა მიანიჭა უფალმა საქართველოს. ამიტომაც უნდა ვიყოთ მართლმადიდებელი ქრისტიანები და მარად გვახსოვდეს, რამ გადაარჩინა ჩვენი სამშობლო. იგი იხსნა ღმერთმა, მართლმადიდებელმა სარწმუნოებამ. ამგვარი გზით უნდა ვიაროთ ჩვენც...

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ! ერთად შეკრული ხელის პირველი სამი თითი წარმოადგენს წმიდა სამების სიმბოლოს. გადავიწეროთ პირჯვარი და გაიმეორეთ სიტყვები:

„სახელითა მამისათა, და ძისათა, და წმიდისა სულისათა. ამინ.

სახელითა მამისათა, და ძისათა, და წმიდისა სულისათა. ამინ.

სახელითა მამისათა, და ძისათა, და წმიდისა სულისათა. ამინ“.

ამჯერად რასაც ვიტყვი, ისიც გაიმეორეთ:

„უფალო, დიდება შენდა! გადაარჩინე საქართველო!

უფალო, დიდება შენდა! გადაარჩინე საქართველო!

უფალო, დიდება შენდა! გადაარჩინე საქართველო! ამინ“.

ბავშვებო, მე გაძლევთ დავალებას: დილას, როცა ადგებით და პირს დაიბანთ, აუცილებლად ილოცეთ. პირველი ლოცვა კი ასე თქვით: ,,უფალო, დიდება შენდა! გადაარჩინე საქართველო!“

ჯერ საქართველოსთვის ილოცეთ, მერე თქვენი თავისთვის, მშობლებისა და ახლობლებისთვის. იხარეთ ორსავე სოფელსა შინა!“

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე

წაიკითხეთ სრულად