Baby Bag

„არ დაიბაროთ მშობელი იმის გამო, რომ თქვენ ვერ უმკლავდებით ბავშვს!“

„არ დაიბაროთ მშობელი იმის გამო, რომ თქვენ ვერ უმკლავდებით ბავშვს!“
„ახალი ბავშვები ძველ პედაგოგიკაში არ უნდა მოათავსო. როგორც ქრისტემ თქვა - ახალი ღვინო ძველ ტიკებში. რა დაემართება ღვინოს და ტიკს? ​ახალი ბავშვი მოვიდა სულ სხვა ცნობიერებით და თავისი მისიით, ენერგიით. ვერ ვიმორჩილებთ ბავშვებს და ეს რომ ვიღაცას შევჩივლოთ, ჰიპერაქტიურები დავარქვით მათ. ბავშვები ჰიპერაქტიურები კი არ არიან, ჩვენ ვართ ჰიპერპასიურები. როცა ჰიპერპასიურობას ხედავს ბავშვი, ის ჰიპერაქტიური იქნება და შეაწუხებს მასწავლებელს - წამოიკივლებს, წამოხტება, იმას არ გააკეთებს, რასაც მასწავლებელი ეუბნება, არ დაუჯერებს, არ მოუსმენს... მე კიდევ სულ ვყვირი და ეს ჩემი ყვირილი აქტივობაა? მშობელს რომ ვეძახი მიშველეთ-მეთქი - აქტივობაა? ჰუმანური მასწავლებელი მშობელს არასდროს არ დაიბარებს, არ ეტყვის, რომ მე ვერ აღვზარდე შენი შვილი და შენ მომიყვანე აღზრდილი. იმას დიპლომი არა აქვს, შენ დიპლომი გაქვს. რატომ ეძახი მშობელს შენი საქმის გასაკეთებლად? - ეს ჰუმანური პედაგოგიკის დარღვევაა.“

აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი 

Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,შვილგარდაცვლილი დედები ვერასდროს იყურებიან მაღლა...''

,,შვილგარდაცვლილი დედები ვერასდროს იყურებიან მაღლა...''
,,ეს დღეებია, რამდენ სიკვდილს შევეჩეხეთ და არაერთი ახალგაზრდისას. მერე იყო მიშვერილი კამერები და თვალებდაუფსკრულებული ქალების მიწას დაბჯენილი მზერა. და კიდევ ერთხელ ცხადად დავინახე: შვილგარდაცვლილი დედები ვერასდროს იყურებიან მაღლა. მეტიც - მათ პირდაპირ მზერაც კი უჭირთ. ვერასდროს გახდება ადამიანი ადამიანზე მეტი. ვერასდროს მიიღებს, რომ სიკვდილი ერთი ბანალური აქტია და ადრე თუ გვიან ყველას დაგვასრულებს ან იმას, რომ "ღმერთს თავისთვის მხოლოდ კარგები უნდა".

შეიძლება მერე, მერე, წლების მერე ეს მცირე საყრდენადაც იქცეს, მაგრამ არა ახლა და ამწამს. დედა ამ ჭირთან ისე მარტოა, როგორც თვითონ სიკვდილთან ადამიანი. მე მხოლოდ ძალას ვუსურვებ მათ, იმ გამოუცნობ ძალას, რომელიც სიცოცხლეში აჯიუტებს ადამიანს, სხვა დარჩენილი სიცოცხლეების დასახმარებლად. იმ ძალას, შვილდაკარგული ბებიაჩემის თვალებში რომ ვხედავდი, თუმცა არასდროს მინახავს მისი თვალები, რადგან სულ დახრილი ჰქონდა.''

ავტორი: გიორგი კეკელიძე


წაიკითხეთ სრულად