Baby Bag

„არ დაუჯერო მას, ვისაც სხვების დასანახად მილიონების ხარჯვა შეუძლია, მაგრამ საკუთარი ახლობლისთვის პურის მიცემა უჭირს“

„არ დაუჯერო მას, ვისაც სხვების დასანახად მილიონების ხარჯვა შეუძლია, მაგრამ საკუთარი ახლობლისთვის პურის მიცემა უჭირს“

ავტორი: პეტრე კოლხი

არ დაუჯერო მას, ვინც ღვთის სიტყვას ქადაგებს, მაგრამ საქმით ბოროტებას სჩადის.
არ დაუჯერო მას, ვისაც სხვების დასანახად მილიონების ხარჯვა შეუძლია, მაგრამ საკუთარი ახლობლისთვის პურის მიცემა უჭირს.
არ დაუჯერო მას, ვინც მკაცრად მარხულობს, მაგრამ ადამიანს ცოცხლად ჭამს.
არ დაუჯერო მას, ვინც მდუმარებაშია, მაგრამ შინაგანად ყველას განიკითხავს.
არ დაუჯერო მას, ვისაც სულიერება მარტო ლოცვის მოსმენა ჰგონია, გულის სიღრმეში კი ყველა სძულს და მხოლოდ შური ამოძრავებს.
არ დაუჯერო მას, ვინც ადამიანებს სიმდიდრის და გავლენების მიხედვით ირჩევს. ის არასდროს იქნება შენიანი.
არ დაუჯერო მას, ვინც მუდამ დაპირებებს იძლევა. გახსოვდეს, ყოველთვის მოგატყუებს.
არ დაუჯერო მას, ვინც ცდილობს თავი მოგაწონოს, სინამდვილეში მოსაწონი არაფერი აქვს, უბრალოდ, სჭირდები.
არ დაუჯერო მას, ვინც სიკეთეზე საუბრობს, მაგრამ საკუთარი ჯიბიდან უმნიშვნელო თანხის გაღებაც უჭირს.
არ დაუჯერო მას, ვინც მარტო ქვის ეკლესიებს აშენებს, მაგრამ სულს გინგრევს და გინადგურებს.
არ დაუჯერო მას, ვინც ვითომ სხვისი მხილებით არის დაკავებული, სინამდვილეში უსაქმურია და ჭორაობს.
არ დაუჯერო მას, ვინც მხოლოდ სიტყვიერად არის მამაცი, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში სილაჩრეს ავლენს.
არ დაუჯერო მას, ვინც სხვას წესრიგისკენ მოუწოდებს, მაგრამ თავად ქაოსშია.
არ დაუჯერო მას, ვინც სისუფთავეს გიწუნებს, მაგრამ დიდი ხანია სიბინძურეში იხრჩობა.
არ დაუჯერო მზაკვარ ადამინებს!..

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩვენს ქვეყანაში ბავშვები არ შიმშილობენ“ - მმართველი პარტიის დეპუტატი

„ჩვენს ქვეყანაში ბავშვები არ შიმშილობენ“ - მმართველი პარტიის დეპუტატი

„ჩვენს ქვეყანაში ბავშვები არ შიმშილობენ... მე ვერ ვიჯერებ, რომ (ჩვენს ქვეყანაში ბავშვები შიმშილობენ)... თუ ვინმე შიმშილობს, ე.ი. ოპოზიციამ აშიმშილა“.

ასე უპასუხა მმართველი პარტიის დეპუტატმა რევაზ არველაძემ მთავარი არხის კითხვას, რომელიც UNICEF-ის კვლევას შეეხებოდა და საქართველოში სიღარიბეს აღწერდა.


​გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ბოლო მონაცემებით, ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ხოლო ყოველი მეექვსე ბავშვი საარსებო მინიმუმზე ნაკლებს მოიხმარს.

წაიკითხეთ სრულად