Baby Bag

„ალგებრის მასწავლებელი უსაზღვროდ კრეტინს მეძახდა... როგორ მაფასებდა, როგორი წარმოდგენა ჰქონია ჩემზე, მე კი მლანძღავდა მეგონა“ - ნოდარ დუმბაძე

„ალგებრის მასწავლებელი უსაზღვროდ კრეტინს მეძახდა... როგორ მაფასებდა, როგორი წარმოდგენა ჰქონია ჩემზე, მე კი მლანძღავდა მეგონა“ - ნოდარ დუმბაძე

ნოდარ დუმბაძე

„ალგებრის მასწავლებელი უსაზღვროდ კრეტინს მეძახდა. წარმოიდგინე, უსაზღვროდ კრეტინი, საზღვარი არ გაქვს, ე.ი. შენი კრეტინიზმი გადაჭიმულია დედამიწის ერთი კიდიდან მეორემდე, არც შლაგბაუმი ადევს შენს კრეტინობას, არც საბუთს უსინჯავენ, არც ღობეს უშენებენ, მიდის და მიდის მდინარესავით, უერთდება ზღვას, მერე მეორეს სრუტეებით, არხებით, მერე მესამეს, შედის ოკეანეში, ორთქლდება, მერე წვიმად მოდის, ბალახად ამოდის, ხედ მოდის, ღრუბლად დაქანაობს ცაში, ჭექს, ქუხს, მოკლედ, შენია მთელი მსოფლიო, შენ ხარ მთელი სამყარო. უსაზღვროდ კრეტინი, აუ, რამხელა რამეა. ალგებრის მასწავლებლის ოჯახს ააშენებს ღმერთი. როგორ მაფასებდა, როგორი წარმოდგენა ჰქონია ჩემზე, მე კი მლანძღავდა მეგონა.“

შეიძლება დაინტერესდეთ

„იმედია, ახლა გადავრჩები,“- ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

„იმედია, ახლა გადავრჩები,“- ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტ აქვეყნებს, სადაც სიცილისადმი გადაჭარბებულ სიყვარულზე საუბრობს და ძველ ბერძენ ფილოსოფოსს იხსენებს, რომელიც სიცილით გარდაიცვალა:

„ძველი ბერძენი ფილოსოფოსი ქრისიპუსი საკუთარ ერთერთ ხუმრობაზე​ სიცილით გარდაიცვალა. ძმიშვილმა ჩამიგდო ეს სქრინი, შენ გამახსენდიო. შენი ბოლოც ესააო, სხვანაირად რომ ვთქვათ. ხოდა წარმოვიდგინე, რომ ეკითხებიან, რა სამწუხაროა, რა დაემართა მამიდაშენსო და ეს რომ ცრემლიანი პასუხობს, საკუთარ ხუმრობაზე სიცილით მოკვდაო, ვერ გადავარჩინეთო.. ეჰ.. ძალიან სევდიანი ამბავიაო და ისე ვიცინი, იმედია ახლა გადავრჩები,“- წერს ნათია ფანჯიკიძე.

წაიკითხეთ სრულად