Baby Bag

„ალგებრის მასწავლებელი უსაზღვროდ კრეტინს მეძახდა... როგორ მაფასებდა, როგორი წარმოდგენა ჰქონია ჩემზე, მე კი მლანძღავდა მეგონა“ - ნოდარ დუმბაძე

„ალგებრის მასწავლებელი უსაზღვროდ კრეტინს მეძახდა... როგორ მაფასებდა, როგორი წარმოდგენა ჰქონია ჩემზე, მე კი მლანძღავდა მეგონა“ - ნოდარ დუმბაძე

ნოდარ დუმბაძე

„ალგებრის მასწავლებელი უსაზღვროდ კრეტინს მეძახდა. წარმოიდგინე, უსაზღვროდ კრეტინი, საზღვარი არ გაქვს, ე.ი. შენი კრეტინიზმი გადაჭიმულია დედამიწის ერთი კიდიდან მეორემდე, არც შლაგბაუმი ადევს შენს კრეტინობას, არც საბუთს უსინჯავენ, არც ღობეს უშენებენ, მიდის და მიდის მდინარესავით, უერთდება ზღვას, მერე მეორეს სრუტეებით, არხებით, მერე მესამეს, შედის ოკეანეში, ორთქლდება, მერე წვიმად მოდის, ბალახად ამოდის, ხედ მოდის, ღრუბლად დაქანაობს ცაში, ჭექს, ქუხს, მოკლედ, შენია მთელი მსოფლიო, შენ ხარ მთელი სამყარო. უსაზღვროდ კრეტინი, აუ, რამხელა რამეა. ალგებრის მასწავლებლის ოჯახს ააშენებს ღმერთი. როგორ მაფასებდა, როგორი წარმოდგენა ჰქონია ჩემზე, მე კი მლანძღავდა მეგონა.“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ვითვალოთ კრედიტები, ვიცვალოთ მასწავლებლებმა სტატუსები... სად არიან მოსწავლეები? რომელ სტატუსიანთან?!“

„ვითვალოთ კრედიტები, ვიცვალოთ მასწავლებლებმა სტატუსები... სად არიან მოსწავლეები? რომელ სტატუსიანთან?!“

„​ვითვალოთ კრედიტები, ვიცვალოთ მასწავლებლებმა სტატუსები, ვიამაყოთ სკოლებმა ვის უფრო მეტი მენტორი და წამყვანი მასწავლებელი ჰყავს, ან სულაც უფროსი და არცერთი პრაქტიკოსი.


რომელი სტატუსი სჭირდება მეგობარ მასწავლებელს, თბილს და გამგებს, მშობლიურს და საყვარელს?!


სად არიან მოსწავლეები, რომელ მხარეს?!რომელ სტატუსიანთან?!


ფუ, ამ ცხოვრების...


კიდევ ერთი ლამაზთვალება ბიჭი გაქრა :(((((((((“


მასწავლებელი ნინო წიკლაური ​


წაიკითხეთ სრულად