Baby Bag

„ალგებრის მასწავლებელი უსაზღვროდ კრეტინს მეძახდა... როგორ მაფასებდა, როგორი წარმოდგენა ჰქონია ჩემზე, მე კი მლანძღავდა მეგონა“ - ნოდარ დუმბაძე

„ალგებრის მასწავლებელი უსაზღვროდ კრეტინს მეძახდა... როგორ მაფასებდა, როგორი წარმოდგენა ჰქონია ჩემზე, მე კი მლანძღავდა მეგონა“ - ნოდარ დუმბაძე

ნოდარ დუმბაძე

„ალგებრის მასწავლებელი უსაზღვროდ კრეტინს მეძახდა. წარმოიდგინე, უსაზღვროდ კრეტინი, საზღვარი არ გაქვს, ე.ი. შენი კრეტინიზმი გადაჭიმულია დედამიწის ერთი კიდიდან მეორემდე, არც შლაგბაუმი ადევს შენს კრეტინობას, არც საბუთს უსინჯავენ, არც ღობეს უშენებენ, მიდის და მიდის მდინარესავით, უერთდება ზღვას, მერე მეორეს სრუტეებით, არხებით, მერე მესამეს, შედის ოკეანეში, ორთქლდება, მერე წვიმად მოდის, ბალახად ამოდის, ხედ მოდის, ღრუბლად დაქანაობს ცაში, ჭექს, ქუხს, მოკლედ, შენია მთელი მსოფლიო, შენ ხარ მთელი სამყარო. უსაზღვროდ კრეტინი, აუ, რამხელა რამეა. ალგებრის მასწავლებლის ოჯახს ააშენებს ღმერთი. როგორ მაფასებდა, როგორი წარმოდგენა ჰქონია ჩემზე, მე კი მლანძღავდა მეგონა.“

შეიძლება დაინტერესდეთ

თავგადადებული, აზრიანი, გულით შრომაა ის, რის გარეშეც არაფერი არ გამოვა

თავგადადებული, აზრიანი, გულით შრომაა ის, რის გარეშეც არაფერი არ გამოვა

რაც დრო გადის უფრო მეტი და მეტი შეკითხვა მიგროვდება პასუხგაუცემელი. არადა, თითქოს წინათ იგივე შეკითხვებზე იოლად, მარტივად და უცებ ვპოულობდი შესაფერის პასუხებს..


ვარ ასე, პასუხების გარეშე, კითხვები კი მატულობს და მატულობს..


ერთი კი რაც ნამდვილად ვიცი და ყოველთვის ვიცოდი, შრომა, თავგადადებული, აზრიანი, გულით შრომაა ის რის გარეშეც არაფერი არ გამოვა..კარგად, ხარისხიანად და გულიანად ნაკეთებმა საქმემ კი არ შეიძლება ნაყოფი არ გამოიღოს, არ გაგახაროს..


შემოდგომა მოდის, მოსავალს კარგი პირი უჩანს.


ძალიან მინდა ყველა ქართველს, ყველას ვინც გაზაფხულიდან მოყოლებული იშრომა, ნაშრომი დაუფასდეს და გაივსოს გოდრები, ბეღელი, ნალია, ხულა და ხონჩა, ბარაქით და დოვლათით.


ბედნიერ, მზიან შემოდგომის დღეებს გისურვებთ.

ავტორი: ცნობილი მებაღე ზურაბ შევარდნაძე 

წაიკითხეთ სრულად