Baby Bag

„ხალხს ასე ჰგონია, თუ ადამიანი სიტყვას დაგამადლის და ამპარტავნად მოგექცევა, მაგარიაო“

„ხალხს ასე ჰგონია, თუ ადამიანი სიტყვას დაგამადლის და ამპარტავნად მოგექცევა, მაგარიაო“
„ძალიან ცუდი კანონი აღმოვაჩინე. თუ არსებობს ორი ადამიანი ერთნაირი ცოდნითა და განათლებით, მაგრამ, დავუშვათ, რომ ბე უჟმურია და ცე კი გულღია და ალალი, იცი, ვის აფასებენ უფრო მეტად?
- ვის?
- ბე-ს.
- რატომ?
- რატომ და ხალხს ასე ჰგონია, თუ ადამიანი სიტყვას დაგამადლის და ამპარტავნად მოგექცევა, მაგარიაო. ექიმია ერთი, მაგალითად; იმდენი არაფერი, მაგრამ ისე აქვს გართულებული ავადმყოფების მიღება და ისე ცივად ექცევა... რა ქვიათ?.. პაციენტები! ისე ცივად ექცევა პაციენტებს, რომ მთელი ქალაქი მიაწყდა - მაგარიაო...“

ნაწყვეტი გურამ დოჩანაშვილის მოთხრობიდან „იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი ანუ გრიშა და მთავარი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„როცა კაცი ამბობს – შიკალადი, ველისაპეტი და სიფილისტი, მასთან სერიოზულ თემებზე კამათი წყლის ნაყვაა...“

„როცა კაცი ამბობს – შიკალადი, ველისაპეტი და სიფილისტი, მასთან სერიოზულ თემებზე კამათი წყლის ნაყვაა...“

„მახსოვს, ახალგაზრდობაში შევქმენი, ასე ვთქვათ, გოიმობის კოეფიციენტის დამადგენელი სოციო-ლინგვისტური ტესტი. მისი ჩატარების შედეგებმა დამარწმუნა, რომ, როცა კაცი ამბობს – შიკალადი, ველისაპეტი და სიფილისტი, მასთან სერიოზულ თემებზე კამათი წყლის ნაყვაა.“

ავტორი: გელა ჩარკვიანი

წაიკითხეთ სრულად