Baby Bag

„უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვების ყველაზე დიდი მტერი მათი არშემჩნევაა. ყველაზე მეტად გულგრილობა სტკივათ ბავშვებს“

„უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვების ყველაზე დიდი მტერი მათი არშემჩნევაა. ყველაზე მეტად გულგრილობა სტკივათ ბავშვებს“

მეხუთე კლასში ვიყავი, როცა სკოლიდან დაბრუნებულს, სადილად მსხდარმა ოჯახის წევრებმა მითხრეს - წადი ბაბუას დაუძახე, შემოგვიერთდესო. ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო; ბაბუაჩემი, ჩემი გმირი და მეზღაპრე, თხილის ბაღში მუშაობდა ხოლმე და მე ვეძახდი სადილად. მაშინც მივირბინე და შაქროს ყველაზე მაღალი თხილის ხე შეერჩია, თოკი მიება და ირწეოდა. ბაბუამ თავი ჩამოიხრჩო. მას მერე, დიდხანს, დიდხანს ვფიქრობდი ამაზე და ეს საშინელი საქმე მიმზიდველად მეჩვენებოდა. ერთხელ ბოსელში თოკი მივიტანე, ჩამოვკიდე, ვუყურე, ვუყურე, შემეშინდა და გამოვიქეცი. 
არის ასაკი, როცა ყველაფერი გადამდებია და მით უფრო ისეთი რამ, რაც ირიბ, უცნაურ და გამომწვევ საქმედ მოსჩანს. 
ეს ამბავი ადრეც დავწერე და ახლა ერთი მოსწავლის facebook-ის სურათზე შემორჩენილმა წარწერამ - „ამ ცხოვრების დედაც“ გამახსენა. მაშინაც ვთქვი და ახლა მასაც ვუთხარი დ სხვა პატარებსაც ვეტყვი, რომ სიცოცხლე არის მშვენიერი. და სადაც შეამჩნევთ, რომ ის საშინელი ხდება, უნდა იბრძოლოთ, ოღონდ ჩემთან და სხვებთან ერთად უნდა იბრძოლოთ.
და ჩვენ - მეგობრებს, მეზობლებს, ნათესავებს, მშობლებს, მასწავლებლებს, პოლიციელ-გამომძიებლებს უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვების ყველაზე დიდი მტერი მათი არშემჩნევაა. ყველაზე მეტად გულგრილობა სტკივათ ბავშვებს. ლუკაც ამის მსხვერპლი იყო და კიდეც სხვა არაერთი, ვინც ჩვენი სხვაგან მზერით თოკამდე მივიყვანეთ. ხანდახან მათ ეს ფრაზა სახეზე აწერიათ - უბრალოდ, უფროსებს კითხვა დაგვავიწყდა. ბავშვის თვალების კითხვა. ეს უნდა ვისწავლოთ.

„უფროსებო, დადექით ბავშვების ბავშვობის სადარაჯოზე. ნუ ჩააცმევთ მათ ხუთი ზომით დიდ ფიქრს, ა...
უფროსებო, დადექით ბავშვების ბავშვობის სადარაჯოზე. ნუ ჩააცმევთ მათ ხუთი ზომით დიდ ფიქრს, ათი ზომით დიდ საქმეს, თხუთმეტი ზომით დიდ დარდს. ასე არ შეიძლება, ძალიან არ შეიძლება!​ კი, ისევ ბავშვებზე უნდა მ...

შეიძლება დაინტერესდეთ

„იმედია, ახლა გადავრჩები,“- ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

„იმედია, ახლა გადავრჩები,“- ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტ აქვეყნებს, სადაც სიცილისადმი გადაჭარბებულ სიყვარულზე საუბრობს და ძველ ბერძენ ფილოსოფოსს იხსენებს, რომელიც სიცილით გარდაიცვალა:

„ძველი ბერძენი ფილოსოფოსი ქრისიპუსი საკუთარ ერთერთ ხუმრობაზე​ სიცილით გარდაიცვალა. ძმიშვილმა ჩამიგდო ეს სქრინი, შენ გამახსენდიო. შენი ბოლოც ესააო, სხვანაირად რომ ვთქვათ. ხოდა წარმოვიდგინე, რომ ეკითხებიან, რა სამწუხაროა, რა დაემართა მამიდაშენსო და ეს რომ ცრემლიანი პასუხობს, საკუთარ ხუმრობაზე სიცილით მოკვდაო, ვერ გადავარჩინეთო.. ეჰ.. ძალიან სევდიანი ამბავიაო და ისე ვიცინი, იმედია ახლა გადავრჩები,“- წერს ნათია ფანჯიკიძე.

წაიკითხეთ სრულად