Baby Bag

​დღეს ჩემს მოსწავლეებს შევახსენე ორი ჭკვიანი კაცის ნათქვამი...

​დღეს ჩემს მოსწავლეებს შევახსენე ორი ჭკვიანი კაცის ნათქვამი...

დღეს ჩემს მოსწავლეებს შევახსენე ორი ჭკვიანი კაცის ნათქვამი. ერთი (სიმა ციანი) ჩინელია, მეორე (მიშელ მონტენი) - ფრანგი. პირველს (ძვ.წ.-ის 145 - 90) ჩინური ისტორიოგრაფიის მამას უწოდებენ, მეორე კი შედარებით ახალი დროის (1533-1592) დიდი ჰუმანისტი, მწერალი, პოლიტიკოსი, პედაგოგი და ფილოსოფოსია - თანამედროვე ესეს დამამკვიდრებელი.

სიმა ციანი ამბობს:

„ისტორია გრძელდება, რადგან ყოველი მიღწეული არასრულყოფილია“.

ამით ის ადასტურებს, რომ ისტორიას შესაძლოა საზრისი ჰქონდეს და არ დასრულდება, ვიდრე მას სრულად არ გამოხატავს.

მიშელ მონტენის სიტყვები ასეთია:

„რამდენიც უნდა იცოცხლოთ, მაინც ვერ შეამოკლებთ იმ დროს, რომლის განმავლობაშიც მკვდრები იქნებით“.

რა თქმა უნდა, ცხადად ირონიული ნათქვამია, მაგრამ ნათლად მიანიშნებს, რომ ადამიანმა მარადისობას შესაბამისი პატივი უნდა მიაგოს და იფიქროს საკუთარ ადგილზე მასში. ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ, ისტორიის მსგავსად, ადამიანის ცხოვრებასაც აზრი აქვს და ამ აზრს შექმნა სჭირდება. სიტყვა „პასუხისმგებლობა„, პირველ რიგში, სწორედ ამას გამოხატავს.

ბავშვები უსმენდნენ ამ ორ დიად გარდაცვლილს და ფიქრობდნენ სიცოცხლეზე.

ამ ფიქრის გარეშე ნებისმიერი გაკვეთილი მკვდარია.

ავტორი ​ფილოლოგი გია მურღულია
„ვინმე ფიქრობს, რომ ამქვეყნად ოქრო ცოტაა და მასწავლებელი ბევრი?!“
„მასწავლებლობა არის მოსწავლეთათვის ისეთი რეალობის შექმნა, რომელიც მათ მისი არყოფნის დროსაც ასწავლის. ეს რეალობა არ არის მხოლოდ ინფორმაცია ან ინტერპრერაცია, ეს - უწინარესად - განწყობა და გემოვნებაა. გე...

შეიძლება დაინტერესდეთ

​კარგი დღე ოთხი სიტყვის ძალითა და მშვენიერებით თენდება

​კარგი დღე ოთხი სიტყვის ძალითა და მშვენიერებით თენდება

„​კარგი დღე ოთხი სიტყვის ძალითა და მშვენიერებით თენდება:
სიყვარულით, ზნეობით, გონიერებით, გემოვნებით.
„მოიხედე მრისხანების ჟამს“ და დაუბრუნდი ამ სიტყვათა სინათლეს.
მხოლოდ მათ მოჰყვებიან სხვა სასურველი სიტყვები: ბედნიერება, სიხარული, ერთობა, სიმტკიცე, გამარჯვება...
ქართველებმა ჯერ ერთმანეთი უნდა დავიბრუნოთ და მერე ყველაფრის დაბრუნებასაც შევძლებთ.
ეს არ არის იდეალისტის გულუბრყვილო სურვილი - ეს ერთადერთი რეალობაა, რომელიც სამშვიდობოს გაგვიყვანს.
დილა მშვიდობის, საქართველოვ!“ 

ფილოლოგი გია მურღულია

წაიკითხეთ სრულად