Baby Bag

დედაქალაქში 11 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

დედაქალაქში 11 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მომავალ წელს დედაქალაქში 11 ახალ საბავშვო ბაღს ააშენებს. სააგენტოს ხელმძღვანელის კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, თბილისის მერის დაპირება ქალაქში ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბაგა-ბაღების მშენებლობის შესახებ სრულდება და პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

„ისნის რაიონში უახლოეს მომავალში დაიწყება ახალი ბაღების მშენებლობა. დღეს ჩვენ ასევე წარვადგინეთ 11 ახალი ბაღის პროექტი, რომელიც თბილისის ექვს რაიონში აშენდება. შესაბამისად თბილისს შეემატება 11 ახალი ბაღი, 3000-მდე ბავშვს მივიღებთ დამატებით და ამ ბაღების გახსნის შედეგად, 600-მდე ადამიანს დავასაქმებთ,“ - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

2019 წლის პროექტებიდან ორი ბაგა-ბაღი ისნის რაიონში, საინგილოსა და ნავთლუღის ქუჩებზე აშენდება. 

შეიძლება დაინტერესდეთ

თუ საბავშვო ბაღში გსურთ მუშაობის დაწყება...

თუ საბავშვო ბაღში გსურთ მუშაობის დაწყება...

საბავშვო ბაღებში ვაკანტური ადგილების არსებობის შემთხვევაში, ბაღების სააგენტო პერიოდულად აცხადებს კონკურსს, რომელიც არის ელექტრონული და აპლიკანტმა უნდა შეავსოს განაცხადი, მითითებული ინსტრუქციის მიხედვით, - ინფორმაციას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, სხვა შემთხვევაში, წლის განმავლობაში პერიოდულად არსებული ვაკანტური ადგილების დასაკავებლად, მსურველები მიმართავენ სააგენტოს კადრების განყოფილებას, სადაც წარადგენენ პირად დოკუმენტაციას.

წაიკითხეთ სრულად