Baby Bag

დედაქალაქში 11 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

დედაქალაქში 11 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მომავალ წელს დედაქალაქში 11 ახალ საბავშვო ბაღს ააშენებს. სააგენტოს ხელმძღვანელის კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, თბილისის მერის დაპირება ქალაქში ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბაგა-ბაღების მშენებლობის შესახებ სრულდება და პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

„ისნის რაიონში უახლოეს მომავალში დაიწყება ახალი ბაღების მშენებლობა. დღეს ჩვენ ასევე წარვადგინეთ 11 ახალი ბაღის პროექტი, რომელიც თბილისის ექვს რაიონში აშენდება. შესაბამისად თბილისს შეემატება 11 ახალი ბაღი, 3000-მდე ბავშვს მივიღებთ დამატებით და ამ ბაღების გახსნის შედეგად, 600-მდე ადამიანს დავასაქმებთ,“ - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

2019 წლის პროექტებიდან ორი ბაგა-ბაღი ისნის რაიონში, საინგილოსა და ნავთლუღის ქუჩებზე აშენდება. 

შეიძლება დაინტერესდეთ

საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება

საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება

თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება 12:00 საათზე დაიწყება, - ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ივლისის თვეში დედაქალაქში 40 საზაფხულო ბაღი იმუშავებს, სადაც ამ სერვისით სარგებლობის საშუალება 13 000 აღსაზრდელს ექნება.

„რეგისტრაციის პროცესი ელექტრონულად წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.kids.org.geრეგისტრაციის დაწყების დღეს, ვებგვერდზე იმუშავებს მხოლოდ საზაფხულო ბაღების რეგისტრაციის ფორმა, სადაც სავალდებულო იქნება კონკრეტული ველების შევსება რაიონის, საბავშვო ბაღის, ჯგუფის, ასევე, აღსაზრდელისა და მშობლის პირადი მონაცემებისა და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ. რეგისტრაცია ადგილების შევსებამდე გაგრძელდება,“ - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, საზაფხულო ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელები მომსახურებას მიიღებენ მხოლოდ მიმდინარე წლის ივლისში და აღნიშნული რეგისტრაცია არ ეხება 2019-2020 სააღმზრდელო წელს. ამასთან, საზაფხულო ბაღების სერვისი ხელმისაწვდომია არა მხოლოდ ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელებისთვის, არამედ 2-დან 6 წლამდე ასაკის ნებისმიერი ბავშვისათვის.

კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, საზაფხულო ბაღების სიაში რამდენიმე ცვლილებაა, კერძოდ, N170 ბაღის ნაცვლად, მთაწმინდის რაიონში ივლისში იმუშავებს N3 ბაგა-ბაღი, ისნის რაიონში N26 ბაღს ჩაანაცვლებს N66 ბაღი, ხოლო საბურთალოზე, N171 ბაღის ნაცვლად იმუშავებს N74 ბაგა-ბაღი.

საზაფხულო ბაღები რაიონების მიხედვით შემდეგ სკოლამდელ დაწესებულებებში იფუნქციონირებს: 

გლდანის რაიონი - N153, N48 N205, N216, N186
დიდუბის რაიონი - N11, N92, N23, N15.
ვაკის რაიონი - N1, N27, N142, N83, ბაგა-ბაღი „ჩიორა“.
ისნის რაიონი -N202 , N29, N66, N215, N182.
კრწანისის რაიონი -N51, N206.
მთაწმინდის რაიონი - N3, N152, N162
ნაძალადევის რაიონი - N9, N79, N60, N143, N80.
საბურთალოს რაიონი - N197, N74, N112.
სამგორის რაიონი - N128, N12, N210, N45. N196, N72.
ჩუღურეთის რაიონი - N34, N5.

წაიკითხეთ სრულად