Baby Bag

„ალბათ, წიგნში თუ წაგიკითხავთ ან ფილმში გინახავთ მსგავსი სიყვარული“ - რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი და მისი მეუღლე ერთ დღეს გარდაიცვალნენ

„ალბათ, წიგნში თუ წაგიკითხავთ ან ფილმში გინახავთ მსგავსი სიყვარული“ - რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი და მისი მეუღლე ერთ დღეს გარდაიცვალნენ

ქართველი რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი, თეატრალური უნივერსიტეტის პროფესორი სანდრო მრევლიშვილი რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. რეჟისორის გარდაცვალებიდან რამდენიმე წუთში მისი მეუღლე, მანანა ჭელიძე გარადაიცვალა.

სანდრო მრევ­ლიშ­ვი­ლის მიერ და­არ­სე­ბუ­ლი თე­ატ­რის „რუს­თა­ვე­ლის 19“-ის მსა­ხი­ო­ბი სოფო მეძ­მა­რი­აშ­ვი­ლი სოციალურ ქსელში რეჟისორისა და მისი მეუღლის სიყვარულზე წერს:

„მინდა, სევდიანი, მაგრამ საოცარი ისტორია მოგიყვეთ სიყვარულზე.
ალბათ, წიგნში თუ წაგიკითხავთ ან ფილმში გინახავთ მსგავსი სიყვარული, სიყვარული, რომელიც გაცოცხლებს და გკლავს, გრძნობა, რომელიც ძალიან მდიდარია ემოციებით და გრძნობა, რომელიც ყველას არ შეუძლია, მითუმეტეს ისე, როგორც ეს ქალბატონმა მანანამ შეძლო.
სულ ამბობდა, სანდროს გარეშე ვერ ვიცოცხლებო. ხოდა ვერ იცოცხლა !!!
10 წუთიც ვერ გაძლო.
დარწმუნებული ვარ, ახლა ისევ ერთად ხართ. ისევ ისე გიყვართ ერთმანეთი.
მიყვარხართ მე თქვენ!“ - წერს სოფო მეძმარიაშვილი.

შეიძლება დაინტერესდეთ