Baby Bag

ექსკურსიაზე მყოფი მასწავლებელი ხევში გადავარდა და გარდაიცვალა

ექსკურსიაზე მყოფი მასწავლებელი ხევში გადავარდა და გარდაიცვალა

თბილისის N14 საჯარო სკოლის მასწავლებელი, მანანა ჩოხელი, რომელიც ექსკურსიის დროს უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა, დღეს დაკრძალეს.

პედაგოგი მოსწავლეებთან ერთად ექსკურსიაზე ყინწვისში იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მასწავლებელი ფოტოს გადაღებისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა.

შემთხვევა კვირას, 23 ივნისს მოხდა.

შეიძლება დაინტერესდეთ

განათლების სამინისტრო სკოლებს ექსკურსიების დროს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს

განათლების სამინისტრო სკოლებს ექსკურსიების დროს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, მათ შორის საჯარო და კერძო სკოლებს, მოუწოდებს დაიცვან სამინისტროს მიერ უკვე მიწოდებული რეკომენდაციები და გაუფრთხილდნენ მოსწავლეთა უსაფრთხოებას სასკოლო ექსკურსიებისას. უწყებაში განმარტავენ, რომ დოკუმენტს რეკომენდაციების ხასიათი აქვს, თუმცა, სკოლების მხრიდან მკაცრად შესასრულებელია.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრის სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის ზოგადი განათლების სამმართველოს ხელმძღვანელის ეკატერინე ხუციშვილის ინფორმაციით, სკოლებს წლის დასაწყისში და სასწავლო წლის ბოლოს ეგზავნებათ სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტი მოსწავლეთა ექსკურსიების გამართვისა და მოსწავლეთა უსაფრთხოების კუთხით შესასრულებელ ვალდებულებებთან დაკავშირებით. რეკომენდაციები მოიცავს პასუხისმგებლობას ორგანიზატორების მხრიდან როგორც ექსკურსიების მარშრუტებზე, ისე მოსწავლეთა ტრანსპორტირების პროცესში:

„ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს ტექნიკურად გამართული. მძღოლს უნდა ჰქონდეს ტექდათვალიერების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე მართვის მოწმობა და პასპორტი. უშუალოდ ადმინისტრაციას უნდა ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია სკოლის ექსკურსიაში მონაწილე პირების შესახებ, უნდა იცოდნენ მონაწილეობს თუ არა ექსკურსიაში შშმ პირი. დირექტორს უნდა ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია ექსკურსიის ლოკაციაზე და უსაფრთხობაზე პასუხისმგებელი პირების შესახებ. საკვები უნდა იყოს ჰიგიენური წესების დაცვით დაცული. აღნიშნული პუნქტების ეფექტურობა-ეფექტიანობაზე პასუხისმგებელია უშუალოდ ორგანიზატორი. ეს არის რეკომენდაციების სახით, თუმცა სავალდებულო შესასრულებელია როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებისთვის,“ - განაცხადა ეკატერინე ხუციშვილმა. 

როგორც მან აღნიშნა, რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი ცენტრალიზებულად ვერ ხორციელდება და მასზე უშუალოდ სკოლის ადმინისტრაციაა პასუხისმგებელი.

26 მაისს, თბილისის ერთ-ერთი კერძო სკოლის 16 წლის მოსწავლე ლაგოდეხში ექსკურსიისას, ნინოს ხევის ჩანჩქერში ჩავარდა და დაიღუპა.

წაიკითხეთ სრულად