თბილისის N14 საჯარო სკოლის მასწავლებელი, მანანა ჩოხელი, რომელიც ექსკურსიის დროს უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა, დღეს დაკრძალეს.
პედაგოგი მოსწავლეებთან ერთად ექსკურსიაზე ყინწვისში იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მასწავლებელი ფოტოს გადაღებისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა.
შემთხვევა კვირას, 23 ივნისს მოხდა.