Baby Bag

„ბედნიერებაა... როცა ფლობ საკუთარ თავს და არ გაინტერესებს, რას ფიქრობს ხალხი“ - ბლიცინტერვიუ პეტრე კოლხთან

„ბედნიერებაა... როცა ფლობ საკუთარ თავს და არ გაინტერესებს, რას ფიქრობს ხალხი“ - ბლიცინტერვიუ პეტრე კოლხთან

​Moms.ge-ს ტრადიციული რუბრიკის, ბლიცინტერვიუს სტუმარია მამა პეტრე კოლხი... 

1. ცხოვრება არის... მოულოდნელობა;

2. გულით დავატარებ... ღმერთს;
3. ვღელავ... უკანასკნელ შეხვედრაზე;

4. ხვალინდელი დღე... არ არსებობს... არის აქ და ახლა;
5. ვსწავლობ... როგორ უნდა ვისწავლო ცხოვრება;

6. ვნანობ... იმას, რომ სინანული ხშირად არ გამაჩნია;
7. მენატრება... დედა;
8. მიყვარს... სიყვარული;
9. წიგნი, რომელიც მომწონს... სახარება;
10. სამშობლო ჩემთვის არის... ჩემი გენეტიკის ბიოგრაფია;
12. თუ ვიქნებოდი პატიმარი... დავწერდი რომანს;
13. ბედნიერებაა... როცა ფლობ საკუთარ თავს და არ გაინტერესებს, რას ფიქრობს ხალხი;
14. სიკვდილი... ვერ შემაშინებს;
15. ვპატიობ... ყველაფერს;
16. ბავშვობის წლები... ბიტ თაობა (დაკარგული თაობა);
17. მეშინია... არაფრის;

18. დამოკიდებული ვარ... თავისუფლებაზე;
19. მადლიერი ვარ... უსასრულოდ;
20. უფალს ვკითხავდი... რა საჭირო იყო ეს ყველაფერი;
21. ერთი დღით ვიქნებოდი... ალექსანდრე მაკედონელი;
22. ბებია, ბაბუა... საყვარლები;
23. ხშირად ვფიქრობ... დაფარულზე;
24. მიკვირს... არაფერი;
25. ხალხი... ყოველწამიერად მზრდის;
26. წარსული.... არის ის, რაც იყო; 
27. ისტორიას დარჩება... მოგონებებით სავსე სკივრი;
28. მსოფლიოს ვეტყოდი... რა ძალიან ცუდად ხარ;
29. ჩემი ოცნებაა... ოცნებები არ გამაჩნია;
30. ვკარგავ... არ ვგარგავ, ხელს ვუშვებ;
31. ვთმობ... რაც არ მაინტერესებს;
32. ჰობი... მოგზაურობა;
33. მაინტერესებს... ზოგადად ინტერესი მკლავს;

​34. ჩემი თილისმა... სინანულის ცრემლები;
35. სიყვარული... არის ურთიერთობა.

ესაუბრა ლანა ბიბილურიძე

შეიძლება დაინტერესდეთ

„გიყვარდეთ ადამიანები, ნუ შეიშლებით ფუფუნებისგან“ - ბლიცინტერვიუ ბელა ალანიასთან

„გიყვარდეთ ადამიანები, ნუ შეიშლებით ფუფუნებისგან“ - ბლიცინტერვიუ ბელა ალანიასთან

დღევანდელი ბლიცინტერვიუს სტუმარია არასამთავრობო ორგანიზაცია „დედაშვილობის“ თავმჯდომარე, მწერალთა კავშირის წევრი ბელა ალანია.

1. ცხოვრება არის... თავგადასავალი;

2. არ მასვენებს... აფხაზეთთან დაკავშირებული მოგონებები. ჩემს ფიქრებში ხშირად დავდივარ სოხუმის ქუჩებში;

3. გულით დავატარებ... ჩემი სამშობლოს სიყვარულს, მშობლების ხსოვნას, ჩემს ქმარ შვილს არ ვცილდები;

4. ჩემი თილისმაა... სოხუმის სანაპიროდან აკრეფილი ქვები მაქვს შენახული, ვფიქრობ ჩემი თილისმაა;

5. ვღელავ... საქართველოს მომავალზე;

6. წარსული არის... ყველანი წარსულიდან მოვდივართ, განუყოფლობაა;

7. ვსწავლობ... შეცდომებზეც;

8. ვნანობ... რომ ჩემი შესაძლებლობები ბოლომდე არ დავხარჯე;
9. მენატრება... ბავშვობა;
10. მიყვარს... ადამიანები;
11. წიგნი, რომელიც მომწონს... ბევრია ასეთი წიგნი, მაგალითად, ჰარპერ ლის „ნუ მოკლავ ჯაფარას“;
12. სამშობლო ჩემთვის არის... სამშობლო ჩემი სისხლია;
13. თუ ვიქნებოდი პატიმარი... მხოლოდ სინდისის;
14. ბედნიერებაა, როცა... გათენება გიხარია, გიყვარს მზე და სიცოცხლე;
15. სიკვდილი... სიცოცხლის მეგობარია, უერთმანეთოდ ვერ ძლებენ;
16. ვპატიობ... თუ არ განმეორდება სიძულვილი;
17. ბავშვობის წლები... სულში მანათობელი მარადიული მზე;
18. მეშინია... საყვარელი ადამიანების დაკარვის;
19. დამოკიდებული ვარ... სიყვარულზე, მაძლევს და იმავდროულად მართმევს თავისუფლებას;
20. მადლიერი ვარ... უფლის... ისეთი მეორე ნახევარი მყავს, არასოდეს მინანია მასთან ცხოვრება;
21. უფალს ვკითხავდი... ხომ მაპატიებს ჩემს შეცდომებს;
22. ერთი დღით ვიქნებოდი... ჩიტი;
23. ხშირად ვფიქრობ... როგორი იქნება ჩვენი სამშობლო ხვალ, ვფიქრობ შვილების მომავალზე;
24. მიკვირს... ის, რომ არაფერი მიკვირს;
25. თავს გავწირავ... თუ სხვა გზა არ არსებობს და ეს სარგებელს მოუტანს იდეის განხორციელებას;
26. ვერ ვივიწყებ... ვერაფერს, რამაც ცხოვრება მატკინა;
27. მსოფლიოს ვეტყოდი... გიყვარდეთ ადამიანები, ნუ შეიშლებით ფუფუნებისგან;
28. ჩემი ოცნებაა... ურღევი საქართველო;
29. ვკარგავ... ძალებს, რომ გავაგრძელო გზა;
30. ვთმობ... რომ სხვას არ ვაწყენინო და არ ვატკინო;
31. მარადიულია... ჩემი სიყვარული სამყაროსადმი;
32. პირველი სიყვარული... ჩემშია და ჩემთანაა;
33. მაინტერესებს... მარადიულ კითხვაზე პასუხი „გვეშველება რამე“?
34. საზოგადოებრივ აზრს... ყურად ვიღებ, გააჩნია რა საკითხებზეა მსჯელობა, მაგრამ მარადიულ ჭეშმარიტებად არ მივიჩნევ;
35. მეგობარია ის... როგორც იტყვიან, მეგობარია ის, ვინც ყველაფერი იცის შენ შესახებ და მაინც უყვარხარ;
36. სიყვარული არის... ტკივილი, სიხარული, ვნება, ბედნიერება, ისევ ტკივილი. 

ესაუბრა ლანა ბიბილურიძე
წაიკითხეთ სრულად