Baby Bag

„ბედნიერებაა... როცა ფლობ საკუთარ თავს და არ გაინტერესებს, რას ფიქრობს ხალხი“ - ბლიცინტერვიუ პეტრე კოლხთან

„ბედნიერებაა... როცა ფლობ საკუთარ თავს და არ გაინტერესებს, რას ფიქრობს ხალხი“ - ბლიცინტერვიუ პეტრე კოლხთან

​Moms.ge-ს ტრადიციული რუბრიკის, ბლიცინტერვიუს სტუმარია მამა პეტრე კოლხი... 

1. ცხოვრება არის... მოულოდნელობა;

2. გულით დავატარებ... ღმერთს;
3. ვღელავ... უკანასკნელ შეხვედრაზე;

4. ხვალინდელი დღე... არ არსებობს... არის აქ და ახლა;
5. ვსწავლობ... როგორ უნდა ვისწავლო ცხოვრება;

6. ვნანობ... იმას, რომ სინანული ხშირად არ გამაჩნია;
7. მენატრება... დედა;
8. მიყვარს... სიყვარული;
9. წიგნი, რომელიც მომწონს... სახარება;
10. სამშობლო ჩემთვის არის... ჩემი გენეტიკის ბიოგრაფია;
12. თუ ვიქნებოდი პატიმარი... დავწერდი რომანს;
13. ბედნიერებაა... როცა ფლობ საკუთარ თავს და არ გაინტერესებს, რას ფიქრობს ხალხი;
14. სიკვდილი... ვერ შემაშინებს;
15. ვპატიობ... ყველაფერს;
16. ბავშვობის წლები... ბიტ თაობა (დაკარგული თაობა);
17. მეშინია... არაფრის;

18. დამოკიდებული ვარ... თავისუფლებაზე;
19. მადლიერი ვარ... უსასრულოდ;
20. უფალს ვკითხავდი... რა საჭირო იყო ეს ყველაფერი;
21. ერთი დღით ვიქნებოდი... ალექსანდრე მაკედონელი;
22. ბებია, ბაბუა... საყვარლები;
23. ხშირად ვფიქრობ... დაფარულზე;
24. მიკვირს... არაფერი;
25. ხალხი... ყოველწამიერად მზრდის;
26. წარსული.... არის ის, რაც იყო; 
27. ისტორიას დარჩება... მოგონებებით სავსე სკივრი;
28. მსოფლიოს ვეტყოდი... რა ძალიან ცუდად ხარ;
29. ჩემი ოცნებაა... ოცნებები არ გამაჩნია;
30. ვკარგავ... არ ვგარგავ, ხელს ვუშვებ;
31. ვთმობ... რაც არ მაინტერესებს;
32. ჰობი... მოგზაურობა;
33. მაინტერესებს... ზოგადად ინტერესი მკლავს;

​34. ჩემი თილისმა... სინანულის ცრემლები;
35. სიყვარული... არის ურთიერთობა.

ესაუბრა ლანა ბიბილურიძე

შეიძლება დაინტერესდეთ