„ჩვენ არ გვიყვარს ბავშვები. სადაც ვის რა ძალაუფლება გვაქვს - ოჯახში ვართ და იქ ვჩაგრავთ, პოლიციელი ვარ და შენობაში ვჩაგრავ, მასწავლებელი ვარ და სადმე მოვიხელთებ ოთახში და იქ ვჩაგრავთ. ჩვენ ყველა ვჩაგრავთ და საბოლოო ჯამში ცოტ- ცოტა უსამართლობა აკეთებინებს ბავშვს იმას, რასაც აკეთებინებს ან სხვას უკეთებს რაღაცას; და სხვას თუ გაუკეთებს, რას ვაკეთებთ? ჩვენგან დაჩაგრული ბავშვი მიგვყავს პენიტენციალურ სისტემაში." - ანა აბაშიძე - ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი.
შეიძლება დაინტერესდეთ
„ჩემს შვილებს თავიდანვე ვაჩვევ იმას, როგორ უნდა მოეპყრონ ქალბატონებს და იყვნენ ჯენტლმენები,“- ანუკი არეშიძე ბავშვის აღზრდის შესახებ
„ყველაზე დიდი სირთულე, რომელიც დედობას ახლავს თან არის პასუხისმგებლობა. რთულია ოთხი ბიჭის, გოგოს გაზრდა, აღზრდა, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ბავშვებს მაინც ქალები ვზრდით და დიდ დროს ვატარებთ შვილებთან. ჩემს შვილებს თავიდანვე ვაჩვევ იმას, როგორ უნდა მოეპყრონ ქალბატონებს, რომ უნდა იყვნენ
ანუკი არეშიძის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები კარგ ადამიანებად აღიზარდონ:
„მინდა, რომ პირველ რიგში, კარგი ადამიანები იყვნენ. განათლების კუთხითაც ბავშვებს მარტო კვირა დღე აქვთ თავისუფალი. წრეებზე დადიან, ენებს სწავლობენ, მათემატიკას. ძალიან დატვირთულები არიან. ამ პასუხისმგებლობას ვგრძნობ არამარტო ბავშვების, არამედ საზოგადოების წინაშეც.“
„ბავშვის აღზრდაზე ბევრი წიგნი მაქვს წაკითხული. მაინც მივდივართ იქამდე, რომ ყველაზე დიდი, რაც დედას შეუძლია, რომ ბავშვს აჩუქოს, არის სიყვარული. თუ ბავშვი არის სიყვარულით აღზრდილი და მაქსიმალურად შეგიძლია დღეში თუნდაც ორი საათი ხარისხიანად დახარჯო შენს შვილებთან, აუცილებლად სამომავლოდ ძალიან კარგად დაგხვდება წინ. ვფიქრობ, რომ ჩემი შვილების თაობას აკლია სიყვარული. ამ ტელეფონებმა, სოციალურმა ქსელებმა დახურა მათი სივრცე. ეზოს გარემო აღარ არის. გვყავს ძალიან ბევრი ძაღლი. ასე ბავშვები ზრუნვას სწავლობენ. ისიც იციან, რომ ჭიანჭველას მოკვლაც არ შეიძლება. ზოგადად არაფრის მოკვლა და განადგურება არ შეიძლება,“ - აღნიშნა ანუკი არეშიძე.
წყარო: „იმედის დღე“