„ჩვენ არ გვიყვარს ბავშვები. სადაც ვის რა ძალაუფლება გვაქვს - ოჯახში ვართ და იქ ვჩაგრავთ, პოლიციელი ვარ და შენობაში ვჩაგრავ, მასწავლებელი ვარ და სადმე მოვიხელთებ ოთახში და იქ ვჩაგრავთ. ჩვენ ყველა ვჩაგრავთ და საბოლოო ჯამში ცოტ- ცოტა უსამართლობა აკეთებინებს ბავშვს იმას, რასაც აკეთებინებს ან სხვას უკეთებს რაღაცას; და სხვას თუ გაუკეთებს, რას ვაკეთებთ? ჩვენგან დაჩაგრული ბავშვი მიგვყავს პენიტენციალურ სისტემაში." - ანა აბაშიძე - ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი.
შეიძლება დაინტერესდეთ
„სასურველია, რომ განსაკუთრებით ახლადშექმნილი ოჯახები ცხოვრობდნენ მარტო," - ფსიქოლოგი ზაზა ქოიავა
ზაზა ქოიავას თქმით, მრავალთაობიან ოჯახებში წყვილის თვითმყოფადობა იზღუდება:
„ოჯახური თანაცხოვრება ნიშნავს იმას, რომ შენთან ყველაზე თვითმყოფადი ვარ. ჩემს მეორე ნახევართან ერთად ბოლომდე გახსნილი, ბოლომდე ღია ვარ. ეს თვითმყოფადობა, როდესაც კიდევ ვიღაცები არიან, მაინც იზღუდება. საბოლოო ჯამში გაღიზიანების მომენტია და მერე შეიძლება ბრაზი ასაკოვან დედ-მამაზე გადავიტანო, შესაძლებელია პარტნიორზე გადავიტანო. შეიძლება აბსოლუტურად სხვა რაღაც მაღიზიანებდეს და სხვა რამეს დავაბრალო.“
„საქართველოში ეს პრობლემა იკვეთება ძალიან. კონსერვატიული ქვეყანა ვართ და ცალკე გასვლის პრობლემა არსებობს. სოციალურად არ ვართ მდიდარი ქვეყანა, რის გამოც იშვიათია ცალკე გასვლის საშუალება. შეხედულებები არის აბსოლუტურად სხვადასხვა დედამთილის, მამამთილის, ცოლის, სიდედრის, სიმამრის, რძლის, მულის. მე ჩემს ოჯახში ჩემი შეხედულებით მინდა ცხოვრება,“ - აღნიშნულ საკითხზე ზაზა ქოიავამ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.
წყარო: რადიო „ფორტუნა“